ლევან ბოძაშვილი უსაფრთხოების სტრატეგიული ორგანოს შექმნის ინიცატივით გამოდის
პოლიტიკა - 20:25, 22 Nov, 2017     978
„საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი პროცესის განმავლობაში ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ მთავრობასთან (მმართველობის მოდელიდან გამომდინარე) აუცილებლად უნდა არსებობდეს უსაფრთხოების სტრატეგიული განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი - საბჭო, კომიტეტი თუ სხვა დასახელების ორგანო, რომელიც სპეფიციკურად ამ საკითხების პრევენციით, დაგეგმარებისა და კოორდინაციით იქნება დაკავებული არასაომარ კრიზისულ ვითარებებში,“ - აცხადებს ლევან ბოძაშვილი.


მისივე თქმით, აქამდე „ერთი რადიკალური მოცემულობიდან, როდესაც ორი საბჭო არსებობდა - უშიშროებისა და კრიზისების, ახლა გვაქვს მეორე უკიდურესობა - არცერთი, რაც დაუშვებელი. ოპერატიულ დონეზე მოქმედება ყოველთვის არაეფექტიანი და რისკიანია, როდესაც სტრატეგიული დაგეგმარება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე არ არსებობს“.

როგორც ბოძაშვილი განმარტავს, კრიზისების საბჭოს გაუქმების მიმდინარე პროცესის ფონზე, უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენს, მთავრობის ფარგლებში ასეთი სტრუქტურის შექმნა.

„სამართლებრივი ფორმა შესაძლებელია იყოს გერმანული მოდელის (ფედერალური უშიშროების საბჭო) მსგავსი მუდმივმოქმედი კომიტეტის შექნა მთავრობის მიერ, რომლის უფლებამოსილებასა და პროცედურებს კანონის სახით მთავრობის წარდგინების საფუძველზე მიიღებს პარლამენტი. ეს საბჭო იარსებებს სამთავრობო კომიტეტის (და არა კომისიის) სახით და მასში ex officio შევა ყველა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა და შს მინისტრები და უხელმძღვანელებს პრემიერი.

️ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც როგორც ფორმალურად ჯერ კიდევ მოქმედი, მაგრამ პოლიტიკურად გაუქმებული უშიშროების საბჭო, ასევე ფაქტიურად გაუქმების პროცესში მყოფი კრიზისების საბჭო, მოკლებულია ინსტიტუციურ უნარს მოახდინოს როგორც სიტუაციის ანალიზი და დაგეგმარება, ასევე საზოგადოების ადექვატური და გამიზნული ინფორმირება,“ - აღნიშნავს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42