თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებული დაჭრილი სამართალდამცავები მოინახულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ადგილზე პრემიერერ კვირიკაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
გომელაურმა დაჭრილ სამართალდამცავებს გამოჯანმრთელება უსურვა და გარდაცვლილი სპეცრაზმელის გამო მწუხარება გამოხატა.
,,არის კითხვები რატომ გაგრძელდა ამდენი ხანი, ზუსტად მაგიტომ, რომ ნაკლები დანაკარგი ყოფილიყო. იყო საფრხე, რომ მოსახლეობა მძევლად აეყვანათ“ - განაცხადა გომელაურმა.
რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან და რომელი დაჯგუფების წევრები, გომელაურმა გამოძიების ინტერესეიდან გამომდინარე, არ დააკონკრეტა.
,,თუ შევხედავთ დღევანდელ ვითარებას, შეგვიზლია ვთქვათ, რომ მათ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს საქარტველოში, როცა ასეთი წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავებს“.
ვინ იყო ბინის გამქირავებელი, გომელაური ამბობს, რომ დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიებამუნდა ისაუბროს, ,,რა კვალიფიკაცია მიენიჭება, ამაზე პროკურსტურა ისაუბრებს“.
რაც შეეხება მუქარას სოციალური ქსელით, გომელაური ამბობს, რომ ფლობენ ინფორმაციას ამის შესახებ.
,,ეს ყველა ზარი იქნება შემოსული ტუ მუქარა ფეისბუქზე, ყევლა იქნება გამოზიებაზე მიბმული და ყველას მივუდგებით სერიოზულად“.
სამოქალაქო პირზე გავრცლდა ინფორმაცია, რომ თითოქს იქნა მოკლული, ეს არის არასწორი ინფორმაცია.
დაშავებული არის 4 პირი, სამწუხაროდ ერთი გარდაცვლილი“ -განაცხადა გომელაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






