"ბინა არ უნდა გაქირავებულიყო... ტერორისტებთან კავშირს გამოვრიცხავ"- ვის ეკუთვნის ბინა, სადაც ბრალდებულები გამაგრდნენ
პოლიტიკა - 20:45, 22 Nov, 2017     5893
როგორც „ნიუპოსტმა“ გაარკვია, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე N46–ე კორპუსის მეორე სართულზე არსებული ბინა, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები იყვნენ გამაგრებულები, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ასლან ჯაბრაილოვს ეკუთვნის.

ჩვენ ბინის ერთ-ერთი მესაკუთრის დას ვესაუბრეთ, რომელიც ტერორიზმში ეჭვმიტანილებზე ბინის მიქირავებას კატეგორიულად უარყოფს.

მისი თქმით, ბინა არ უნდა გაქირავებულიყო, რადგან მისი და საზღვარგარეთიდან დაბრუნებას და თბილისში აღნიშნულ ბინაში აპირებდა ცხოვრებას.

ბინის ერთ-ერთი მეპატრონის და ადასტურებს, რომ ბინაში „38 წლის რიზვან გორნაკაშვილი შედიოდა“, რომელიც სუს-მა უკვე დააკავა. დაკავებული სახლის მფლობელის ასლან ჯაბრაილოვის ცოლისძმაა.

„ბინა გაქირავებული არ უნდა ყოფილიყო, ჩემი დისგან ვიცი ეს ინფორმაცია. ჩემს დას უნდა ეცხოვრა იქ, როცა საზღვარგარეთიდან დაბრნდებოდა. რიზვანი ამ ბინაში შედიოდა. ტერორისტებთან კავშირს კატეგორიულად გამოვრიცხავთ“- აცხადებს ბინის ერთ-ერთი მეპატრონის და, რომელიც პანკისის ხეობაში ცხოვრობს.

რიზვან გორნაკაშვილის დაკავებას პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე გამოეხმაურა. წუწაშვილი გორნაკაშვილის ტერორიზმთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.

"არის დადებითი პიროვნება. წარმოუდგენელია მისი ტერორიზმთან რაიმე კავშირი"- აცხადებს უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე.

არსებული ინფორმაციით, ასლან ჯაბრაილოვის ბინა, მისი ცოლისძმის რიზვან გორნაკაშვილის შუამდგომლობით გაქირავდა. რაც შეეხება რიზვან გორნაკაშვილს, ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. ერთ-ერთი ასეთი სროლის დროს კი სპეცრაზმელი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში რამდენიმე ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფპორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია ერთი და ლიკვიდირებულია 3 პირი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42