გიორგი კვირიკაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და შიშის საფუძველი არ არსებობს - ამის შესახებ პრემიერმა თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებული, დაჭრილი სამართალდამცავების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
,,მინდა ვთქვა, რომ ქალაქში გადაადგლება არის უსაფრთხო, არანაირი საფუძველი იმის, რომ შიში არსებობდეს, არ არსებობს. ჩვენმა გმირმა ბიჭებმა შეძლეს, და განეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლება ცუდი შედეგით დასრულებულიყო.
მინდა გავცე პასუხი იმ სპეკულაციებს, რომ გაგრძელდა დიდხანს სპეცოპერაცია და ა.შ. რა თქმა უნდა შესძლებელია სხვადასხვაგვარად მოქმედება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი იყო ჩვენი მოქალაქეების უსაფრხოების დაცვა და ეს ჩვენმა სპეცრაზმელებმა შეძლეს,. ჩვენ გვინახავს სხვა ქვეყნებსი სპეცოპერაციები როცა შენობებს ანგრევენ. ის, რომ ქალაქის ცენტრში აღმოჩნდნენ, ასეთი შეკითხვებიც გაისმა, რა თქმა უნდა ისინი დღერს არ იყვნენ აღმოჩენილი და ინფორმაცები არსებობდა. ვინც არის საქმის კარგად მცოდნე, ასეტ სიტუაციებსი ცოტა ღირსეულად უნდა მოვიქცეთ.
არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ მოქალაქეობრივ კუთვნილებას არ უნდა გავუსვათ ხაზი. ფაქტია, რომ მათ მშვიდობიან მოწოდებაზე, რომ ჩაბარებოდნენ პოლციას უპასუხეს სროლით და ასეთ შემთხვევაში, სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა იმოქმედეს შესაბამისად“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






