სანდრო გირგვლიანის საქმე და მიხეილ სააკაშვილი - რა ჩვენება მისცა დათა ახალაიამ
პოლიტიკა - 16:53, 22 Nov, 2017     2954
სანდრო გირგვლიანნის საქმესთან დაკავშირებით, სადაც ბრალდებულად საქართველოს მესამე პრეზიდენტია ცნობილი, დღეს სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია დაკითხეს. მიხეილ სააკაშვილს ბრალდების მხარე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, პროკურატურის ბრალდების თანახმად სააკაშვილის მხრიდან მოხდა „დანაშაულის დაფარვა, გამოძიების გაყალბება, დანაშაულში ჩართული მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელის დაფარება და მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება“ . ბრალდების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა იმისთვის რომ ხელისუფლების რეიტინგს და ავტორიტეტს ჩრდილი არ მიდგომოდა, ხელი დააფარა გირგვლიანის საქმეში მონაწილე მაღალჩინოსნებს. ბრალდება აცხადებს რომ სწორედ მისი მითითებით დავით ახალაიამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს კატეგორიულად მოსთხოვა, რომ რამდენიმე მათგანს თავის თავზე აეღო დანაშაული და არ დაესახელებინა რეალური დამნაშავეები. სანაცვლოდ ისინი, პრივილეგიებით ისარგებლებდნენ, იქნებოდნენ ფინანსურად უზრუნველყოფილი და, იმდროინდელი პრეზიდენტის შეწყალების შედეგად, მოკლე ვადაში გათავისუფლდებოდნენ საპატიმროდან.

პროკურატურა აცხადებს, რომ „2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასათვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და ისინი განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ“.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოთხოვნით „სკაიპით“ დაიკითხა. დათა ახალაიამ კატეგორიულად უარყო ბრალდება იმის შესახებ რომ მას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან რაიმე კომუნიკაცია ჰქონდა:

“საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვიცნობ, რა თქმა უნდა, მასთან საქმიანი ურთიერთობა მქონდა. არასდროს გირგვლიანის თემაზე სააკაშვილთან საუბარი არ მქონია, არასოდეს. მელნიკოვთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან მე არ მივსულვარ, ეს სრული აბსურდია, მელნიკოვი მანდ არასოდეს ყოფილა, მითუმეტეს შეწყალების თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაზეც მე ახლა სასამართლოში ვიკითხები, ამ თემაზე საუბარი პრეზიდენტთან არ მქონია“- განაცხადა დათა ახალაიამ.

საქმის პროკურორის ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, დათა ახალაიას ჩვენება და მისი მხრიდან მიხეილ სააკაშვილის გამართლება განპირობებულია იმით, რომ ახალაიაც და სააკაშვილიც ერთ საქმეზე არიან ბრალდებულნი. პროკურორის თქმით ახალაიას ჩვენებიდან სიახლე იყო, ის რომ სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ის დათა ახალაიას არ იცნობდა სიცრუე გამოდგა:
„დათა ახალაიას ჩართვა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ , ეს იყო დაცვის მხარის ბოლო შანსი, რომ დაემტკიცებინათ მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობა, რაც ჩემი აზრით არადამაჯერებელი გამოვიდა, ვინაიდან დათა ახალაია სწორედ მიხეილ სააკაშვილთან ერთად აღნიშნულ ეპიზოდში არის ბრალდებული. როდესაც ერთ საქმეზე ორი ბრალდებული ერთმანეთის სასარგებლო ჩვენებას აძლევს, ეს განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით. ახალაიამ ვერცერთ კითხვას ვერ უპასუხა, მისი ჩვენებისგან რაც გავიგეთ, იყო მხოლოდ ის, რომ თითქოსდა პრეზიდენტსა და ახალაიას შორის კომუნიკაცია არ არსებობდა, ეს იყო პრეზიდენტის სიცრუე.“- განაცხადა საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით დათა ახალაიას ჩვენებას არსებით მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სააკაშვილის მხრიდან რაიმე სახის მოლაპარაკებები და დაპირებები უარყო:

„დღევანდელი ჩვენება არის არსებითად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მოცემულ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულება, იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი ვინმეს წინასწარ რაიმეს შეპირდა. მოწმეები იქნება ეს ოქრუაშვილი თუ მელნიკკოვი ამბობდნენ რომ დათა ახალაიასგან იცოდნენ მათ, რომ პრეზიდენტმა რაღაც დაპირება გასცა. ყველამ მკაფიოდ გავიგეთ, რომ მსგავსი თანხმობა და დაპირება, მის მიმართ პრეზიდენტს არასდროს გაუცია.“- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით საქმე სისტემურ დანაშაულს ეხება, რომელშიც ჩართული იყვნენ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42