„საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებული სამი კლინიკის განვითარებით ბრიტანული ორგანიზაციები ინტერესდებიან
პოლიტიკა - 16:48, 22 Nov, 2017     1051

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ბრიტანულ-ინდური კლინიკური და აკადემიური პარტნიორობა BICAP-ისა და მსოფლიოს ერთერთი წამყვანი კვლევითი და სასწავლო უნივერსიტეტი King's College London-ის დელეგაცია მიიღო.

ბრიტანული დელეგაცია ფონდის კუთვნილებაში არესბული სამი კლინიკის განვითარების საკითხით ინტერესდება და ფონდის შვილობილ „კლინიკების განვითარების კომპანიასთან“ თანამშრომლობის სურვილს გამოქვამს.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრამდე ბრიტანული დელეგაციის წევრებს „კლინიკების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა თეა გიორგაძემ ფონდის მფლობელობაში ასრებული სამედიცინო დაწესებულებები დაათვალიერებინა.

ფონდში გამართულ საქმიან შეხვედრაზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ბრიტანული ორგანიზაციბის წარმომადგენლებმა ერთმანეთს კლინიკების განვითარების ხედვა გაუზიარეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსექტივების შესახებ იმსჯელეს. ბრიტანული მხრიდან შეხვედრას BICAP-ის დირექტორი ფართი სრინივასანი და King's College London-ის კომერციული განვითარების დირექტორი საიმონ ტეილორი ესწრებოდნენ

„საპარტნიორო ფონდი“ მის მფლობელობაში არსებული კლინიკების განვითარებისა და მათი ულტრატანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებებად გადაქცევის მიზნით, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს ინტენსიურად მართავს.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდის" კუთვნილებაშია სამი მსხვილი კლინიკა: ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო), უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ყოფილი ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი) და თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო.

BICAP-ის შესახებ:

BICAP (ბრიტანულ-ინდური კლინიკური და აკადემიური პარტნიორობა) არის ორგანიზაცია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებმა ინდური წარმოშობის მედიკოსებმა და აკადემიკოსებმა ლონდონის King's College Hospital-თან თანამშრომლობის შედეგად ჩამოაყალიბეს. ამჟამად ორგანიზაცია 200-ზე მეტ კონსულტანტს აერთიანებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით მუშაობენ.

King’s College London-ის შესახებ:

ლონდონის King’s College London უნივერსიტეტი ერთერთია მსოფლიოს 25 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის და ამასთანავე, ინგლისის უძველესი უნივერსიტეტია. ის მეფე ჯორჯ მეოთხემ 1829 წელს დააარსა. უნივერსიტეტი რამდენიმე ინსტიტუტს აერთიანებს: გაისა და წმინდა თომასის გაერთიანებული ჰოსპიტალების სამედიცინო და სტომატოლოგიური სკოლები; ჩელსის კოლეჯი; დედოფალი ელისაბედის კოლეჯი; ფსიქიატრიის ინსტიტუტი. ძლიერი პარტნიორების, კვლევებისა და სწავლების მაღალი ხარისხით, კოლეჯი აღიარებულია, როგორც გლობალური მნიშვნელობის ინტერდისციპლინური დაწესებულება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42