"ვინ არიან არ ვიცი"- რას აცხადებენ ბინის მეპატრონეები, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს
პოლიტიკა - 14:39, 22 Nov, 2017     4112
ბინის ფანჯრები, სადაც სავარაუდოდ ტერორისტული ჯგუფის წევრები ცხოვრობენ აფეთქების შედეგად ჩამსხვრეულია, ბინიდან კვამლი გამოდის. აღნიშნული ბინა კორპუსის მეორე სართულზე მდებარეობს. მისი გაქირავება რამდენიმე თვის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მისი ოფიციალური მფლობელი მერი ხანგოშვილია.

„ჩემი სახლი არ არის, ჩემზეა გაფორმებული, მაგრამ ბინის მეპატრონე არის თინა გაურგაშვილი, არის 6 წლის წინ წასული. არაფერი არ ვიცი, არ ვიცი ვინ ცხოვრობდა, ვინ გააქირავა და რა ხდება აზრზე არ ვარ. თავისი შვილი იქნებოდა. შვილი არ გაუშვეს, დააბრუნეს თურქეთიდან და ალბათ ის იქნებოდა, არ ვიცი... ჩვენებურები ცხოვრობდნენ ორი წელი, დიდი ოჯახი ცხოვრობდა ცოლ-შვილით, მერე კიდევ სხვა ოჯახი ცხოვრობდა, რამდენადაც ვიცი, ის ბინა მარტიდან არის დაცლილი"- განაცხადა მერი ხანგოშვილმა რუსთავი2-თან.

ინფორმაცია ბინის გაქირავების შესახებ არ გააჩნია ასლანბეგ ჯაბრაილოვის მეუღლე მარიამ ჯაბრაილოვასაც. გავრცელებული ინფორმაციით ასლანბეგ ჯაბრაილოვი ასევე ბინის მესაკუთრედ სახელდება და ის ამჟამად დუისის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება:

„ მე არაფერი არ ვიცი, მე დედაჩემთან ვარ წამოსული, ჩემმა ქმარმა გააქირავა თუ არა არ ვიცი, მე როგორც ვიცი არავინ ცხოვრობდა. ვინ არიან არ ვიცი. ჩემი მეუღლე ახმეტაში მუშაობს.“- განაცხადა ასლანბეგ ჯაბრაილოვის მეუღლემ, მარიამ ჯაბრაილოვამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42