არსებულ ვითარებას "ნიუპოსტთან" თავდაცვის ყოფილ მინისტრსს დიმიტრი შაშკინი აფასებს, რომელმაც განაცხადა, რომ მთავრობას უჭირს ფორსმაჟორულ სიტუაციაში გადაწყვეტილებების მიღება, რადგან შესაბამისი რესურსი არ გააჩნიათ. მისივე თქმით, ხელისუფლება დიდ შცდომას უშვებს, როდესაც ასეთი სპეცოპერაციის დროს საზოგადოებას არანაირ იფორმაციას არ აწვდის.
"ჯერ ნაადრევია რაიმე სახის დასკვენის გამოტანა, რადგან ძალიან ბევრი რამ არსებობს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ყველაფერი ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. ტერორიზმთან ბრძოლა მხოლოდ ერაყის და სირიის პრობლემა არ არის, რადგან ტერორიზმს არ აქვს საზღვრები და ბუნებრივია, საქართველოც ვერ იქნება დაცული. მნიშვნელოვანია, რომ ამ საფრთხეს ჩვენმა მთავრობამ სერიოზულად შეხედოს და ასეთი პრობლემების მოგვარებისთვის უნდა იყოს მზად და არა ოპონენტების პოლიტიკური დევნით. მინდა ხაზი გავუსვა ერთ დეტალს, სამწუხაროდ, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ფორსმაჟორის შემთხვევაში ხდება მთავრობის გაქრობა. 18 საათია მიმდინარეობს სპეცოპერაცია და არცერთი მთავრობის წარმომადგენელი არ გამოჩენილა და საზოგადოებას ინფორმაციას არ აწვდის. არავინ სთხოვს მათ საიდუმლო ინფორმციის გავრცელებას, მაგრამ როგორც მინიმუმ ხალხს უნდა აუხსნან, რომ მიმდინარეობს სპეცოპერაცია და მათ უსაფრთხოებაზე ვინმე ზრუნავს. ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი. ხალხი, რომელიც ცხოვრობს ეპიცენტრში, ესმის სროლა და ხელყუმბარების ხმა და არავინ მთავრობიდან ამაზე კომენტარს არ აკეთებს.
საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რატომ მიმდინარეობს სროლები და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ინფორმციის მიღებით უფრო დაცულად იგრძნოს თავ. 16 საათი გავიდა და სუს-ის წარმომდგენელი გამოვიდა და სთხოვა ხალხს იმ რაიონში ნუ გაადგილდებითო, ეს ნორმალურია? იქ მცხოვრებლებს ხომ აქვთ უფლება, გაიგონ სკოლაში და ბაღში გაუშვან თუ არა ბავშვები? - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






