„იცით, რას ნიშნავს ექიმისთვის ხელებში 7 წლის გოგონა რომ გაკვდება!“ - სასწრაფოს ექიმი თემქაზე მომდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე
სოც.მედია - 23:42, 21 Nov, 2017     11365
თემქაზე ავტოსაგზაო შემთხვევას, 7 და 16 წლის გოგონები ემსხვერპლა.

მომდარის შესახებ ფეისბუქის გვერდზე წერს სასწრაფოს ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილას სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მივიდა.

"დღეს 7 წლის ლიზი გაკვეთილზე ვერ მივიდა ....
ვერც 16 წლის მარიკა მივიდა სკოლაში...

იმიტომ რომ მანქანის მორიგ არასწორ მანევრირებას,გადაჭარბებულ სიჩქარეს და უყურადღებობას თავისი საზღაური აქვს,სიცოცხლით გადასახდელი საზღაური...

არ მიყვარს მძიმე თემებზე წერა,მაგრამ ახლა დავწერ!!! თქვენს გამო,ჩემს გამო,ყველა მშობლის,მძღოლის და მოქალაქის გამო დავწერ,ვინც ამ პოსტს წაიკითხავს....

ჩემი 1000 ფეისბუქ მეგობარიდან ერთი მძღოლი მაინც თუ წარმოიდგენს,რას ნიშნავს ექიმისთვის ხელებში 7წლის გოგონა რომ გაკვდება! როცა ხვდები,როგორი უმწეო ხარ ამ პატარა გოგოს დამტვრეული სახის წინაშე, მთელი გზა ყვირი "ჩქარა",არადა ისედაც არანორმალური მანევრებით ცდილობს მძღოლი დილის საცობებიდან თავის დაღწევას...

კლინიკის ყველა ექიმს შენსავით ეწვება თვალები ცრემლებისგან და ყველა ერთად ცდილობთ პატარა, აზელილი სხეულიდან სიცოცხლე არ გაგეპაროთ...

მერე შენვე გთხოვენ იმ ბავშვის გამწარებული დედის მიხედვას,რომლის შვილის უკანასკნელი ამოსუნთქვები, მის კაბაზე დახატული ყვავილებივით რომ აგროვე და ითვალე...

იცით თქვენს მიერ საჭის ერთ არასწორ მოძრაობას დედამიწაზე სიკვდილი რომ მოაქვს??

ერთ-ერთ ასეთ სიკვდილს დღეს ჩემთვის ლიზი ერქვა.

ულამაზესი,სიფრიფანა,ყვავილებიან- კაბიანი ლიზი...

#გთხოვთ #იარეთ #ნელა !!!!"- წერს სასწრაფოს ექიმი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42