გიორგი მარგველაშვილმა კომენტარი პრეზიდენტის სასახლის ხარჯებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა. მისი თქმით არსებული სოციალური პირობების ფონზე პრეზიდენტის სასახლის ხარჯების გაჟღერება გარკვეული უარყოფითი პიარის და პოლიტიკური შინაარსის მატარებელია. პრეზიდენტის თქმით ეს კომუნალური ხარჯები არა კონკრეტულად მარგველაშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის ხარჯებია.
„ჩემი სახლის და ჩემი მშობლების კომუნალურ გადასახადებს ჩემი ჯიბიდან ვიხდი და არა სახელმწიფოსი. ეს ამბავი ხომ დღეს არ დაწყებულა, ეს 195-ე სერიაა, სერიიდან „პრეზიდენტმა ნახოს თავისი ადგილი და ხმას ნუ იღებს. მე რომ განსხვავებული პოზიცია არ მქონოდა დაითვლიდნენ ამ ხარჯებს? ეს სახელმწიფო დაცვის ხარჯებია და არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის. ეს ხომ იმიტომ ხდება, რომ მიაჩნით, პრეზიდენტი უნდა იყოს მორჩილი და მორჩილ პრეზიდენტს ოფისსაც გაუთბობენ და პრობლემებსაც არ შეუქმნიან. ეს დამოკიდებულება ჩანს ამ ყველაფერში. “ - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






