ივანიშვილის 1 მილიარდი ქუთაისის უნივერისტეტში - ,,ტყუილი, რომელიც ხალხის დაბრმავებას ემსახურება"
პოლიტიკა - 18:29, 21 Nov, 2017     11926
ხელისუფლების ახალ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ქუთაისის საუნივრსიტეტო ქალაქის მშენებლობას ეხება, სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნივერისტეტი ბიძინა ივანიშვილმა 1 მილიარდი ევროთი დააფინანსა და ის 60 ათას სტუდენტზეა გათვლილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ნიუპოსტი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა, რომელმაც დეტალურად განმარტა, რომ საქართველოს სტუდენტების რაოდენობაც არ ჰყავს იმდენი რამდენიც დასახელებულია პროექტში.

განათლების ყოფილი მინისტრი, მთავრობას დაგეგმილ და განუხორცილებულ პროექტებს ახსენებს. მითი თქმით, ქუთაისის უნივერისტეტის აშენება ხელისუფლების მორიგი ტყულია, რომელიც ხალხის დაბრმავებას ემსახურება.

„21-ე საუკუნე არის ინფორმაციის საუკუნე და ახლა ყველას აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ინფორმაციების სიზუზტე, მაგრამ ყველა ადამიანს არ აქვს ამის საშუალება და დაიჯერა, რომ აშენდება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. მე პირადად, ამის არ მჯერა.

პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ 5 წელი გავიდა, რაც დაიხურა და გაპარტახდა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შექმნილი, რომლითაც ის ამაყობდა და რომელშიც გამზადებული იყო უკვე შესაბამისი საუნივერსიტეტო ლაბორატორიები. ამის შემდეგ ქართულ საზოგადოებას დაპირდნენ, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტს ააშენებდნენ იპოდრომზე. გავიდა ისევ რამდენეიმე წელი და განადგურდა ტერიტორია და იქ ახლა მხოლოდ კორპუსები შენდება. ამის შემდეგ კი, ორი წელი გადის და გვეუბნებიან, რომ უნდა აშენდეს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და იმ ადგილას მხოლოდ ბაყაყები ცხოვრობენ და მრავლდებიან.

მეორე მიზეზი თუ რატომ არ მჯერა ამ პროექტის განხორციელების, არის ის, რომ ხელისუფლება მანიპულირებს ციფრებით. საქართველოში ამჟამად არის 100 000 სტუდენტი, ძირითადი მათი ნაწილი კი თბილისშია. თსუ, სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამედიცინო უნივერსიტეტები, სადაც ისინი სწავლობენ და მათი რაოდენობა შედგენს 100 000-ს, მე შეკითხვა მაქვს - როგორ უნდა მოხდეს 60 000 სტუდენტის წაყვანა ქუთაისში? ანუ რა გამოდის ეს სახელმწიფო უნივერსიტეტები უნდა დავხუროთ? ამდენი სტუდენტი არ გვყავს, რამდენიც აღნიშნულია ამ პროექტში.

რაც შეეხება მესამე მიზეზს, პროფესურა საიდან უნდა მოიყვანონ? დეპუტატები წუწუნებენ, რომ არ უნდათ ქუთაისში ცხოვრება. ათასობით პროფესორი როგორ უნდა წაიყვანოთ იქ? მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, 1 000 000 000 €-ზეა საუბარი. ეს რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს, ჩვენი მთელი მთავრობა იქ ატუზული იქნებოდა, რადგან ამხელა ინვესიტიცია საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა და თუ ეს პროექტი ბიძინა ივანიშვილმა დააფინასა, „ქართუ“ ჯგუფი ამ ყველაფერზე განცხადებას გააკეთებდა.

ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, რომ ინფორმცია, რომელიც ვრცელდება, ჩვენი სამოქალაქო ვალია, მას კრიტიკულად მივუდგეთ"- განაცხდა დიმიტრი შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42