"ლილოს ნაგავსაყრელი იქ მცხოვრები ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს"- კახი კალაძე
პოლიტიკა - 16:31, 21 Nov, 2017     1448

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ნარჩენების მართვის ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.

როგორც დედაქალაქის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება აუცილებელია.

„ნარჩენების მართვის ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებითაც გვაქვს ნაკისრი და ჩვენც იმ დონეზე ვართ მისული, რომ ამ კუთხით რეფორმების განხორციელება აუცილებელია. აუცილებელია, ნარჩენების სეპარირება განხორციელდეს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეიცვალოს და გამოსწორდეს. ლილოს ნაგავსაყრელი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ კი აღნიშნა, რომ არსებობს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ნაგავსაყრელის მოწესრიგება.

„თავის დროზე, პოლიგონი მოეწყო ისე, რომ არანაირი ნებართვა არ ჰქონდა. შესაბამისად, ის საქმიანობა, რაც ახლა მიმდინარეობს, პირველი და მეორე უჯრედის მოწესრიგებას, მესამე უჯრედის დამატებას, გაზშემკრების მოწყობასა და წყლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობას ისახავს მიზნად, რათა ერთი მხრივ, მდინარის დაბინძურება ავირიდოთ თავიდან, ხოლო მეორე მხრივ, მეთანის აკუმულირება მინიმუმამდე დავიყვანოთ, რომელიც ორმაგ საფრთხეს შეიცავს. მომდევნო წლის განმავლობაში, მაქსიმალური ენერგია იქნება მიმართული იქითკენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის პოლიგონზე ეფექტიანად განხორციელდეს, რომ ის პრობლემები, რომელიც უნებართვო საქმიანობამ გამოიწვია, ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე მაია ბითაძესთან ერთად, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას შეხვდა, თანამშრომლებს გაესაუბრა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42