თბილისის მერია და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ერთობლივ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს
პოლიტიკა - 13:24, 21 Nov, 2017     1046
დედაქალაქის მერია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ერთობლივ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს.

თბილისის მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სოციალური კამპანიის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

„სამწუხაროდ, ზამთრის სეზონზე ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობის CO-თი ინტოქსიკაციისა და ხშირ შემთხვევაში, მათი გარდაცვალების ფაქტები ხდება. სწორედ ამიტომ, 24 საათის განმავლობაში, სრულიად უფასოდ, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურებიან, გამათბობლებსა და წყლის გამცხელებლებს შეუმოწმებენ, შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ, რაც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მთავარმა ინჟინერმა გიორგი ლეფსვერიძემ კი, სოციალური კამპანიის დეტალებზე ისაუბრა და მოსახლეობას კონკრეტული რეკომენდაციების დაცვა სთხოვა.

მისი განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად, 82 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინტოქსიკაცია დაახლოებით, 350-მა მოქალაქემ მიიღო. გასულ წელს, CO-თი ინტოქსიკაციის რიცხვმა 125-ს მიაღწია, რომელთაგან 29 ადამიანი გარდაიცვალა.

„ამ ყველაფრის პრევენციის მიზნით, „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაიწყო კამპანია - „მეტი უსაფრთხოებისთვის“. სამწუხაროდ, აბონენტთა 40% ჩვენი თანამშრომლების მითითებებს ყურად არ იღებს და არასწორად დამონტაჟებული გაზის დანადგარების მოხმარებას განაგრძობს. ესენია ღია წვის კამერიანი დანადგარები, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად ვკრძალავთ“, - აღნიშნა გიორგი ლეფსვერიძემ.

კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერი დანადგარის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში, კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 40 40 04, ან სავარიო სამსახურის ნომერზე - 114 დარეკონ.

„ჩვენი თანამშრომლები ადგილზე უმოკლეს ვადაში მივლენ, მისცემენ შესაბამის მითითებებს და შესაბამის ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ. მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, რომელიც ბინას ქირაობს, დაგვირეკოს და შეგვამოწმებინოს ბინაში არსებული გაზის დანადგარები. ჩვენი თანამშრომლები, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში, დადიან და მობინაადრეებს ამოწმებენ. მინდა მოვუწოდო ჩვენს აბონენტებს, რომ გაითვალისწინონ კომპანიის მითითებები“, - განაცხადა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მთავარმა ინჟინერმა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42