სოფლის მეურნეობის მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
პოლიტიკა - 12:43, 21 Nov, 2017     798

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ისრაელის მსხვილი აგრარული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და თანამედროვე სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც დასავლეთ საქართველოში, სახელმწიფოს ხელშეწყობით, სასათბურე მეურნეობების გაერთიანების შექმნას გულისხმობს. მსხვილი გაერთიანება, რომელიც სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების, უმთავრესად კი მწვანილის წარმოებას და დისტრიბუციას გულისხმობს, იქნება ერთგვარი რეგიონული ჰაბი.

„ისრაელის სახელმწიფო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნაა სასათბურე მეურნეობებში სხვადასხვა ტიპის პროდუქციის წარმოებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რაც ისრაელში სასათბურე მეურნეობების შექმნაში, თანამედროვე ტექნოლოგიების, ირიგაციის ეფექტიანი და ეკონომიური სისტემების დანერგვისა და გამართული ლოგისტიკის მიმართულებით არსებობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ისრაელის ექსპორტისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, რომელშიც, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ისრაელის სხვადასხვა მსხვილი კომპანიების (OAPI, YAMKO, NETAFIM, DAGAN AGRICULTURAL AUTOMATIOM, AZROM) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აღნიშნული კომპანიების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს კომპანიების საქმიანობის, მათ შორის, აგრარული მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ბაზრების დივერსიფიკაციის, მარკეტინგული აქტივობების შემუშავების დეტალურად გაცნობის მიზნით.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში პაატა კალანდაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მამუკა კვარაცხელია, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.

ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს, ური არიელს შეხვდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42