„არაერთხელ მითქვამს, რომ ლენინი უნდა დაიმარხოს. თუმცა, მისი მავზოლეუმში ყოფნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არაა. მეკითხებიან და ჩემს აზრს გამოვთქვამ,“- განაცხადა კადიროვმა.
მისი თქმით, ლენინი მავზოლეუმში როგორც სახელმწიფო მოღვაწე მოათავსეს და არა როგორც პარტიული ბელადი. ამიტომ, როგორც სსრკ–ის ყოფილი ლიდერი, მიწას უნდა მიაბარონ და საფლავზე მისი ძეგლი აღვმართონ.
„რაც შეეხება სტალინის ნეშტს, კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და ის საქართველოს გადავცეთ, რათა ის სამშობლოში დაკრძალონ. საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, რომელსაც იოსებ სტალინი ხელმძღვანელობდა. ამიტომ, ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ საქართველო მას დამარხავს და რუსეთის მილიონობით მოქალაქე კი შვებით ამოისუნთქავს, როდესაც გაიგებს, რომ სტალინის სულმა რუსეთის ტერიტორია დატოვა“, – თქვა კადიროვმა.
მასალის გამოყენების პირობები






