უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს ინფორმაციით საქართველოს მთავრობამ შეერთებულ შტატებს 410 რაკეტისა და 72 გამშვები ბლოკის, ასევე სასწავლო მოდელების შეძენის მოთხოვნით მიმართა.
„აღნიშნული პროცესი საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება, რომელიც შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გამყარებას შეუწყობს ხელს. ჯაველინის სისტემა საქართველოს ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას უზრუნველყოფს.“- აღნიშნულია უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაში. უწყების ინფორმაციით აღნიშნული მიწოდება რეგიონში არსებულ საბაზო სამხედრო ბალანსის ცვლილებას არ გამოიწვევს.
როგორც უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, შემოთავაზებული მიყიდვის განსახორციელებლად საჭიროა აშშ-დან ერთი და საქართველოდა ორი კონრაქტორის წარმოდგენა.
სააგენტოს ცნობით , პოტენციურ რეალიზაციას კანონისმიერი დამტკიცება სჭირდება და გავრცელებული შეტყობინება არ ნიშნავს იმას რომ მიყიდვა უკვე გაფორმდა.
მასალის გამოყენების პირობები






