ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
„მე ვარ მზად ვითანამშრომლო ნებისმიერ ორგანიზაციასთან,პარტიასთან, პიროვნებასთან. ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება, ოღონდ მოვიდეს იდეები და ბათუმისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდეს,“ - განაცხადა სულიკო თებიძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძის თქმით კენჭისყრაში ენმ-მ იმ მოტივით არ მიიღო, რომ აღნიშნული საკრებულო გაყალბებული არჩევნების და სპეცოპერაციის შედეგადაა მოსული:
„კენჭისყრებში მონაწილეობა არ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბათუმში შეიკრიბა გაყალბებული არჩევნების, სპეცოპერაციის შედეგად მოსული საკრებულოს უმრავლესობა. პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება „ქართულ ოცნებას.“ - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
ახალი თავმჯდომარე ჰყავს ქობულეთის საკრებულოსაც. დავით მჭედლიშვილს ნდობა 37 წევრიდან 28 დეპუტატმა გამოუცხადა. ოპოზიციამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღო. ქედის საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე გახდა, ხოლო ხულოს საკრებულოს ჯუმბერ დიმიტრაძე უხელმძღვანელებს. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ ნადიმ ვარშაძინე აიჩიეს.
განსხვავებული იყო შუახევი, სადაც დიდი უმრავლესობის მქონე “ქართულმა ოცნებამ” თავმჯდომარედ წარდგენილი კანდიდატის არჩევა ვერ შეძლო. ერთხელ გიორგი დავითაძეს ერთი ხმა დააკლდა, ორჯერ გადადებული სხდომა კი კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები






