თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებოდა. მისი თქმით, უწყებამ კონკრეტული პირები სწორედ პოლიტიკური ნიშნით გამოარჩია და უკრაინაში მათი გატაცების და რამდენიმე დღით გაუჩინარების ფაქტზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.
"პოროშენკოს ხელისუფლება, ყოველგვარი საერთაშორისო სამართლებრივი კანონების დარღვევით, საქართველოს მოქალაქეებს იტაცებს, იპარავს. ამ ადამიანების შესახებ არაფერი ვიცით ხოლმე და შემდეგ ასე, დეპორტირებულები ჩამოდიან საქართველოში. ერთია რას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების მიმართ, და მეორე -რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. საქართველოს მოქალაქე ყველგან უნდა იყოს დაცული, ამას საგარეო უწყებას კონსტიტუცია ავალებს. მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ერთი განცხადებაც კი არ მოგვისმენია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, თუ რას აკეთებს ის საქართველოს მოქალაქეების დასაცავად. ეს ადასტურებს იმ ეჭვებს, რომ ორი ოლიგარქის ხელისუფლება შეთანხმებულად მოქმედებს და ამ საკითხში სრული თანამშრომლობა მიმდინარეობს"- აღნიშნა ზალიკო უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






