ოპოზიციამ უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისადმი გულგრილობა გააპროტესტა.
”დუმილი დანაშაულია”, ”სოლადარობა საქართველოს მოქალაქეებს”- სკანდირებდნენ მოქალაქეები.
"ქართულმა ოცნებამ" მოახერხა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევე ჩართო ვიწრო შიდა პარტიული ინტერესების განხორციელებაში, როგორც იყო სუს-ი და შსს. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დეპორტაცია უკრაინის ხელისუფლებამ უკიდურესი, ადამიანის ღირსების შემლახავი მეთოდებით გააკეთა. საქართველოს ხელისუფლება ამ დროს ფეხქვეშ თელავს საქართველოს კონსტიტუციას. ვერც უკრაინის მთავრობა და ვერც საქართველოს მთავრობა ურთიერთშეთანხმების გარეშე ამას ვერ გააკეთებდა. ადამიანები ფაქტობრივად გაიტაცეს და საქართველოს ხელისუფლებამ არც კი მოიკითხა და ერთი წინადადებით არ გააპროტესტა ეს ყველაფერი",- განაცხადა პარტის ლიდერმა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






