ირაკლი კობახიძე ბელორუსის პრეზიდენტს შეხვდა - ლუკაშენკო საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა
პოლიტიკა - 14:35, 20 Nov, 2017     1343

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბელორუსის რესპუბლიკაში დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ბელორუსის მხრიდან გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. მათივე შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობა ბოლო წლებში განსაკუთრებით დინამიური გახდა.

თავის მხრივ, ბელორუსის პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან აქტიურ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას, რაც, მისივე თქმით, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის კარგ საფუძველს შექმნის.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ბელორუსის რესპუბლიკასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის, ასევე, თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილების გაღრმავება.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე გამახვილდა. ისაუბრეს მჭიდრო ხალხთაშორისი ურთიერთობის მნიშვნელობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებაც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელორუსის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42