სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენა გაიმართა
პოლიტიკა - 14:25, 20 Nov, 2017     1112
20 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების (Agro/Food/Drink/Tech) მე-17 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს.

გამოფენა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით იმართება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გამოფენის გახსნისას ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს თითოეული მოქალაქე გრძნობს მთავრობის იმ პოლიტიკის მხარდაჭერას, რომელმაც შეძლო 5 წლის განმავლობაში 2 მილიარდ ნახევარზე მეტი მოეზიდა სოფლის მეურნეობაში და ნამდვილად დგას ის დრო, როდესაც უფრო და უფრო მეტი თანამედროვე, ჯანსაღი, ეკოლოგიურად გამართული ტექნოლოგიები შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელ გამოფენაში წარმოდგენილია უამრავი მონაწილე, რომელთაც სურვილი აქვთ დაათვალიერონ, შეიძინონ, გაიცნონ ის ტექნოლოგიები, რომლითაც მსოფლიო ამაყობს და ვფიქრობ, რომ ჩვენი ფერმერები ძალიან მალე დანერგავენ თავიანთ ფერმებსა და საწარმოებში ამ მიღწევებს, რაც დღეს აქ არის წარმოდგენილი“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები.

საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას 16 ქვეყნის 100-მდე კომპანია იღებს. მათ შორის, ბელარუსი მწარმოებლები, რომლებიც გამოფენაში ასეთი მასშტაბით პირველად მონაწილეობენ. გამოფენა ორგანიზებულია ბელარუსის სავაჭრო და სამრეწველო პალატის, გაერთიანებული საგამოფენო ორგანიზაციის „ბელინტერექსპო" მიერ და ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში მხარდაჭერით.

ბელარუსის მწარმოებელთა გამოფენა „Made in Belarus” წარმოადგენს 9 კომპანიას: დაფასოებისა და მეფრინველეობის ქარხნებს, უმსხვილეს ეროვნულ საკონდიტრო საწარმოებს, ძეხვეულის პროდუქციას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიას, ბავშვთა კვებას და ვიტამინიზირებულ დაკონსერვებულ საკვებს მეძუძური დედებისთვის.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ინდუსტრიის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყოს ხელი უცხოური კომპანიების ბაზარზე შემოყვანით და ადგილობრივ კომპანიებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებითა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოფენას 2300 მცირე ფერმერი სტუმრობს საქართველოს ყველა რეგიონიდან. ფერმერებს საშუალება ეძლევათ პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ მეწარმეებთან, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-17 საერთაშორისო გამოფენა 20 ნოემბერს, 11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ მე-11 პავილიონში გაიხსნა.

გამოფენა 3 დღის განმავლობაში 10:00 დან 18:00 საათამდე იმუშავებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42