"ენმ"-მ პარლამენტს "საბიუჯეტო კოდექსში" ცვლილებების შესატანად საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა
პოლიტიკა - 13:50, 20 Nov, 2017     1031
ბიუჯეტის დეფიციტის ეფექტური კონტროლის და საშუალოვადიანი ფისკალური სტაბილურობის მიღწევის მიზნით, საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში განსახილველად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც „საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

"დღეს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის აღრიცხვისათვის იყენებს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ მეთოდოლოგიას, რომელიც ბიუჯეტის ყველა სახის შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, აღნიშნული მეთოდი ბიუჯეტის სრული დეფიციტის მოცულობას არ ასახავს, რომლსაც მთავრობა ყოველწლიურად საშინაო და საგარეო ვალის აღებით აფინანსებს. შედეგად, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული დეფიციტი ყოველ წელს დაბალ, დაახლოებით 1%-იან ნიშნულზე ფიქსირდება.

პარალელურად, დეფიციტის სრული და რეალური მოცულობის გაანგარიშების მიზნებისათვის და ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის შეფასებისათვის, როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქტიურად იყენებებს ბიუჯეტის დეფიციტის დათვლის განსხვავებულ მეთოდოლოგიას, რომელიც უფრო დეტალურად და რეალისტურად ასახავს ბიუჯეტის დეფიციტს და რომლის მიხედვითაც გაანგარიშებული ბიუჯეტის დეფიციტი ყოველწლიურად აღემატება 3%-ს. აღნიშნული არ წარმოადგენს კანონით დადგენილ ბიუჯეტის დეფიციტის აღრიცხვის მეთოდს და გამოიყენება მხოლოდ სამუშაო მიზნებისათვის.

წარმოდგენილი კანონპროექტი გულისხმობს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული ბიუჯეტის პროფიციტის/დეფიციტის გაანგარიშების მეთოდის ცვლილებას. დეფიციტის გაანგარიშების ინიცირებული მეთოდოლოგიის დანერგვა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის სრული სურათის ასახვას, რომელიც შესაბამისობაშია როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დადგენილ მეთოდოლოგიასთან, ასევე მეტადაა ორიენტირებული არამდგრადი ფისკალური პოლიტიკის პრევენციაზე"- აღნიშნავენ ენმ-ში.

აღნიშნული კანონპროექტი განიხილული იქნება პარლამენტის ბიუროს 20 ნოემბრის სხდომაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42