თბილისის მერია საკრებულოდან დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს უკან გამოითხოვს
პოლიტიკა - 12:16, 20 Nov, 2017     1142

დედაქალაქის მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პირველი სხდომა გამართა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მთავრობის წევრებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და რამდენიმე განცხადება გააკეთა.

კახა კალაძემ მთავრობის ახალ გუნდს წარმატება კიდევ ერთხელ უსურვა და აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქე იმ ხელშესახებ ცვლილებებს ძალიან მალე იგრძნობს, რომელიც დედაქალაქის სამომავლო კეთილდღეობისთვის განხორციელდება.

„ღია და გამჭვირვალე სტრუქტურული ერთეულები, კოორდინირებული და გუნდური მუშაობა, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა და საქმისადმი ერთგულება ის მთავარი პრინციპებია, რაც მომავალი ოთხი წლის საქმიანობას საფუძვლად უნდა დაედოს და ეს ასეც იქნება. წარმატებებს ვუსურვებ ახალ გუნდს და დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი თანამოქალაქე სულ მალე იგრძნობს იმ ხელშესახებ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც ჩვენი დედაქალაქის სამომავლო კეთილდღეობისთვის, სიცოცხლით სავსე ქალაქის შენებისთვის განხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პირველი საკითხი, რომელსაც თბილისის მერი მთავრობის სხდომაზე შეეხო, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტია და აღნიშნა, რომ მთავრობის დამტკიცებამდე, საკრებულოში წარდგენილ პროექტში ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას ის ძირითადი პროგრამა წარვუდგინეთ, რომელიც ოთხწლიან განვითარების გეგმასა და ამ გეგმის განხორციელებისთვის შესაბამის პროექტებსა და პროგრამებს მოიცავდა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან შედგებოდა და მთლიანად იყო ასახული ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს თბილისს აწუხებს. შესაბამისად, ბიუჯეტში, რომელიც დღეს თბილისის საკრებულოშია წარდგენილი, ვერ ჩავერეოდით, რადგან საკრებულოს მხრიდან მთავრობა არ იყო დამტკიცებული და ამის არანაირი უფლებამოსილება არ გვქონდა. შესაბამიასდ, მასში ვერ შევიტანდით ჩვენს ხედვებსა და გეგმებს, თუ რა პროექტები უნდა ასახულიყო ქალაქთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ვიცე-მერს სთხოვა, საკრებულოდან ბიუჯეტის პროექტი გამოითხოვოს, რათა მასში ის კონკრეტული პროექტები აისახოს, რომელიც მომავალ წელს, ქალაქის განვითარებისთვის უნდა განხორციელდეს.

„მინდა ვთხოვო ვიცე-მერს, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყოს, გამოითხოვოს წარდგენილი ბიუჯეტი და კანონის გათვალისწინებულ ვადებში, თბილისის საკრებულოში მისი გადაგზავნა მოხდეს. მასში აუცილებლად უნდა იყოს ასახული ის კონკრეტული პროექტები, რომელიც ჩვენ 2018 წელს გვაქვს დაგეგმილი. შესაბამისად, პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს იმ ბიუჯეტის საკრებულოში გადაგზავნაა, რომელშიც ჩვენს საარჩევნო პროგრამაში არსებული პროექტები აისახება“, - აღნიშნა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42