როგორც თევდორაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, ის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებით უკმაყოფილოა და იმედოვნებ, რომ საკანონმდებლო ორგანოში გამოჩდებიან დეპუტატები, რომლებიც ნანუაშვილს დაიცავენ, როგორც ამას სოზარ სუბარის შემთხვევაში თავად აკეთებდა.
„სახალხო დამცველის მოღვაწეობას არ ვიცნობ, შესაბამისად, გამიჭირდება ამ მიმართულებით შეფასება, თუმცა როცა ხელისუფლება სახალხო დამცველს აკრიტიკებს და მისი მუშაობით უკმაყოფილოა, ეს ნიშნავს, რომ სახალხო დამცველი კარგია. ომბუდსმენი ხალხის წარმომადგენელია და როცა მის ინტერესს იცავს, ხელისუფება ყოველთვის უკმაყოფილოა.
ნანუაშვილს კანონი არ დაურღვევია, ამიტომ სრულიად მიუღებელია პარლამენტის დეპუტატებისა და მინისტრების განცხადებები, რომლებიც ნანუაშვილის მისამართით ისმის. იმედია, პარლამენტში მოიძებნებიან, დეპუტატები, რომლებიც დიცავენ ნანუაშვილს, როგორც ამას მე სოზარ სუბარის შემთხვევაში ვაკეთებდი. მთავარია, ხალხი რას ამბობს და არა - ხელისუფლება. უჩა ნანუაშვილი საზღვარგარეთ მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა, როცა მე პარლამენტის დეპუტატი ვიყავი,"- განუცხადა „ნიუპოსტს“ ელენე თევდორაძემ.
რაც შეეხება სახალხო დამცველის პოსტზე უმრავლესობის მხრიდან სოფო ხორგუანის კანდიდატურის შესაძლო წარდგენას, თევდორაძე ამბობს: „ხორგუანი სუბარის მოადგილედ მუშაობდა, მაგრამ როგორ მუშაობდა, ამაზე ვერაფერს გეტყვით“.
მასალის გამოყენების პირობები






