პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სამუშაო ვიზიტით ფინეთს ეწვევა
პოლიტიკა - 13:55, 19 Nov, 2017     591

ევროკავშირისა და გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 21-24 ნოემბერს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, საპარლამენტო გამოცდილების გაცნობის მიზნით, შეხვედრებს გამართავს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრები ისეთ საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები და ინსტრუმენტები; საკომიტეტო მოსმენების პროცედურები; მიღებულ კანონებზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება; პარლამენტის თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან და მთავრობასთან; მოქალაქეების მონაწილეობა კანონშემოქმედებით პროცესში (საკანონმდებლო ინციატივები და პეტიციები); თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება პარლამენტის საქმიანობაში და სხვა.

ფინური მოდელის გაცნობის მიზნით, ქართველი კანონმდებლები შეხვედრებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა კომიტეტში, იუსტიციის, ჯანმრთელობის დაცვის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროებში და პრემიერმინისტრის ოფისში გამართავენ.

საპარლამენტო დელეგაციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიახელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ნატო ჩხეიძე, გიორგი კახიანი, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ხატიძე და ანრი ოხანაშვილი შედიან.

ჰელსინკში დაგეგმილ შეხვედრებს პარლამენტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ნათენაძე და კომიტეტის აპარატის თანამშრომლებიც დაესწრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42