"ამ ყველაფერს ციხის სუნი ასდის" - ინგა პავლოვამ ივანიშვილის წინააღმდეგ საფრანგეთის საგადასახადო სამსახურში დოკუმენტები შეიტანა
პოლიტიკა - 21:12, 18 Nov, 2017     3005

ახალი გამოძიება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - საქართველოს ყოფილ პრემიერს დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ.

ინგა პავლოვამ, რომელიც ამტკიცებს, რომ ივანიშვილის კანონიერი მეუღლე იყო, საფრანგეთის საგადასახადო სამსახურს უკვე დოკუმენტები წარუდგინა.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ, საფრანგეთში დააფუძნეს ორი ფირმა - კანა ინტერნეიშენალი დასოილ ვოლტეღი. მოგვიანებით კი პარიზში მათი კუთვნილი სახლები და მიწის ნაკვეთები, მათ შორის უდიდესი ტერიტორია ვერსალთან, ამ კომპანიების სახელზე გადააფორმეს, თითქოს, ის ოფისები იყო, რითაც გადასახადების გადახდას თავი აარიდეს.

ივანიშვილის ყოფილი მეუღლე შაბათის კურიერთან ექსლუზიურ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ექსპრემიერის ხელმოწერილი ხელშეკრულებები მას კერძო დეტექტივმა გადასცა.

„ამ დოკუმენტების თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინე ხვედელიძემ ორი ფირმა გახსნეს იმისთვის, რომ თავიანთი ქონება საფრანგეთში ამ ფირმების სახელზე გადაეფორმებინათ. ეს ყველაფერი გააკეთეს მხოლოდ იმიტომ, რომ გადასახადები დაემალათ. სახლი პარიზში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, გააფორმეს, როგორც ოფისი. მე შევიტანე განცხადება საფრანგეთის საგადასახადო სამსახურში, გადავეცი მათ ორი დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერენ ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ახლა ვისთანაც ცხოვრობს, ეკა ხვედელიძე. მათ მთელი პირადი ქონება გადაიტანეს ფირმების სახელზე, რომ გადასახადები არ გადაეხადათ. ამიტომ ახლა ჩემს საქმეში საგადასახადო სამსახურიც ჩაერთვება, რომ აგებინონ პასუხი გადასახადების გადაუხდელობისთვის და მოტყუებისთვის,“ - აღნიშნა ინგა პავლოვამ.

პავლოვა ამტკიცებს, რომ ყოველწლიურად ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მთავრობას დიდი ოდენობით გადასახადს უმალავს, რადგან დიდძალ ქონებას საფრანგეთში ფლობს. ინგა პავლოვა ივანიშვილის ქონების დაყადაღებასაც ითხოვს.

„საქმე სერიოზულია, ჩემს საჩივარზე 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. გადასახადების დამალვისთვის სასჯელი, ალბათ, 10 წელი იქნება. ამ ყველაფერს ციხის სუნი ასდის. ფული ვეღარ უშველით, ციხე ელით. ადვოკატმაც მითხრა, რომ ეს სისხლის სამართლის საქმეა. ის რომ ჯარიმას გადაიხდის და ამით ყველაფერი დამთავრდება, ასე ნამდვილად არ იქნება. ჯერ არ გადაუმოწმებიათ ორმაგი ქორწინებაც,“ - განაცხადა ივანიშვილის ყოფილმა მეუღლემ.

სასარჩელო განცხადებაში ინგა პავლოვა წერს, რომ ივანიშვილი გადასახადებს იმ მოტივით არ იხდის, რომ საფრანგეთთან ერთად, საქართველოს მოქალაქეც არის და იქ ცხოვრობს. ასევე არ იხდის გადასახადებს საქართველოში, რადგან ამბობს, რომ საფრანგეთiს მოქალაქეა.


წყარო rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42