გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო
პოლიტიკა - 18:25, 18 Nov, 2017     1099
თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო.

მიწისქვეშა გადასასვლელში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დღეს კიდევ ერთხელ გაეცნო და ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„აქ არსებული სიტუაცია მართლაც ძალიან მძიმე იყო, თუმცა დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. მინდა ახალგაზრდებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყეს. მიხარია, რომ ამ ყველაფერში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქის განვითარებაში, გალამაზებასა და კეთილმოწყობაში საზოგადოების ჩართულობა იყოს. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდებმა სოლიდარობა გამოიჩინეს და ქალაქს ალამაზებენ. ჩვენ მათ ამ მიმართულებით ყველანაირად შევუწყობთ ხელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება დედაქალაქში არსებულ სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებს, კახა კალაძის ინფორმაციით, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ამ მხრივ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რომელსაც ხვალ, ადგილზე გაეცნობა.

„ხვალ ვაპირებ, რომ იქ მივიდე და არსებულ მდგომარეობას გამოვასწორებთ, რადგან მიწისქვეშა გადასასვლელებით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. შესაბამისად, მათი მოწესრიგება და სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვის მსურველები თბილისის მერიასა და „თბილსერვის ჯგუფს“ სოციალური ქსელისა და ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც, „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, მხატვრებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. სწორედ ასე შეირჩა 30 მხატვარი, რომლებიც გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაზე მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში იზრუნებენ.

კახა კალაძის დავალებით, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში „თბილსერვის ჯგუფმა“ მორეცხვითი სამუშაოები განახორციელა. პარალელურად, მოეწყო განათების ქსელი და დამონტაჟდა ანტივანდალური LED სანათები.

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, ეტაპობრივად, „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებული სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებიც მოიხატება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42