"იმდენი რამე უნდა მოვყვე, რომ გული არ გამისკდეს ემოციებით და მიგდეთ ყური"
სოც.მედია - 18:01, 18 Nov, 2017     2446
ქალთა კოლონიაში გალაკტიონის დაბადების დღე აღნიშნეს. ღონისძებას მწერალი მარიამ წიკლაურიც ესწრებოდა, რომელმაც თავისი შთაბეჭდილებები ფეისბუკზე გააზიარა:

იმდენი რამე უნდა მოვყვე, რომ გული არ გამისკდეს ემოციებით და მიგდეთ ყური. დღეს გალაკტიონის დაბადების დღე ქალთა კოლონიაში ლიტერატურული კომპოზიციით წარმოგვიდგინეს იქ მყოფმა ქალბატონებმა სტუმრებს. როგორ მინდა რომ იქ რაც ვნახე, ზუსად გადმოგცეთ და გაგიზიაროთ. მაგრამ უძლური ვარ. რომ იცოდეთ რა ქალბატონები გავიცანით, როგორი მოტივირებულები, როგორი ნიჭიერები, როგორი მონდომებულები და რაც მთავარია, რეალიზებულები, იმედიანები. და როგორ პირობებში ცხოვრობენ და იხდიან სასჯელს, ეს არის სრული სასწაული! ვნახეთ დედათა და ბავშვთა კორპუსი, არაჩვეულებრივი 4 პატარა ბავშვით,იქ დაბადებულები, რომლებზეც ყველანაირად ზრუნავს სახელმწიფო, ვნახეთ სახელოსნოები, სამკერვალოები, ტრენაჟორები, დასასვენებლები, კორპუსები და ბიბლიოთეკა და ყველა ჯერზე გაოცებული ვრჩებოდი, როგორ შეიძლება კარგი ხელმძღვანელობის მიზანმიმართულმა შრომამ შედეგი გამოიღოს ყველაზე რთულ სფეროშიც. იცით როგორი სილამაზის სალონი აქვთ ქალებს? გაოცდებით. თავად მუშაობენ სტილისტებად, მკერავებად, აკეთებენ არაჩვეულებრივ ნივთებს თექისგან, ნაქარგობებს, სამკაულებს, აქსესუარებს.დარეგისტრირებულები არიან როგორც ინდმეწარმეები და ერიცხებათ თავიანთი ნამუშევრების გაყიდვის საფასური, როგორ მღერიან, როგორ გამოიყურებიან, როგორ აცვიათ... და როგორც უყვართ ლექსი და სიმღერა, ოხ, გალაკტიონ, თავად მეფე პოეტის უკიდეგანო ფანტაზიაც ვერასდროს წარმოიდგენდ,ა რომ მას აქ,ასე და ასეთი ქალბატონები გადაუხდიდნენ დაბადების დღეს. ჩემო საქართველო, ამ კოლონიაში 250-მდე სხვადასხვა ასაკის ქალია და როგორც ჩანს, ქართველ ქალში გენეტიკურად თითქმის არ არსებობს კრიმინალისადმი მიდრეკილება, ეს ქალბატონები უფრო, ალბათ, არსებული რეალობის მსხვერპლნი არიან, იმ დაუნდობელი ცხოვრებისა, რომელსაც სხვადასხვანაირად ვუმკლავდებით ჩვენ ყველანი. მინდა მქონდეს ჯადოსნური ჯოხი და ეს ქალები და სრულიად ახალაგაზრდა გოგონები, თავიანთ სახლებში დავაბრუნო, საკუთარ ოჯახებში. მერე რა, რომ ისინი კიდეც მუშაობენ, შეკვეთები აქვთ, ხელფასს იღებენ, ხვდებიან ახლობლებს არაჩვეულებრივ სასტუმროს ტიპის ინდივიდუალურ ოთახებში 23 საათიან პაემნებზე წელიწადში სამჯერ და მეტჯერაც, აქვთ არაჩვეულებრივი კვება, სამედიცინო მომსახურება, ითვალისწინებენ მათ მიდრეკლებებს, ნიჭს და აძლევენ სრული რეალიზაციის საშუალებას, ასწავლიან, ეუფლებიან ახალ პროფესიებს და ა.შ და ათასი მადლობა მათ ხელმძღვანელებს და დირექტორს,მაინც მინდა ეს ლამაზი, და გონიერი ეს იმედიანი ,მხნე და გაუტეხელი ქალები ერთი დიდი ამნისტიით უცებ სახლში აღმოჩნდნენ. მადლი იყო ჩემი ცოდვილი სულისთვის მათ გვერდით ყოფნა დღეს და მათი მოფერება, გამხნევება. გაიხარეთ თქვენ, ქალბატონ ლეილა აფციაუო და ქალბატონო ნესტან ვერულაიშვილო, ჩვენო ლანა, ბატონო ზაზა, ყველას გიცხადებთ მადლობას, რომ საშუალება მოგვეცით მათ გვერდით ყოფნისა. მე მიყვარს ჩემი საქართველო, რომელსაც შეუძლია, ასეთი ღირსებით მოახდევინოს სასჯელი პატიმარს.უკვე მერამდენე დაწესებულება ვნახეთ "ცოცხალმა წიგნებმა" და მუდამ ვგრძნობთ , რა წესრიგია ამ ურთულეს უბანზე. ბევრი ვწერე,და მაინც მგონია, ვერ ვთქვი ძირითადი და ვერც ყველაფერი, რითაც გავივსეთ დღეს იქ მისული სტუმრები. ღმერთმა მოგვცეს ძალა სინანულის, სიყვარულის, სიკეთის. და გაგვიძლიეროს ჩვენი ქვყანა! იქ სადაც ციხე ამ მდგომარეობაშია, გარეთ ხომ უფრო ადვილ უნდა იყოს აადმიანებისთვის ნორმალური ცხოვრების შექმნა და პრობლემების მოგვარება. გმადლობ, გალაკტიონ ტაბიძევ , რომ შეგვყარე დღეს ერთად და შენი საოცარი პოეზიით გვალაპარაკე და გაგვაძლიერე.... იმედია, მალე უკვე სხვა მწერლებით ახალი შეხვედრებიც მოეწყობა მათთან. ღმერთო, დიდება შენ, რომ ადამიანი ერთხელ და სამუდამოდ ასეთი შექმენი - მომავლის მოიმედე!

და ციხის ულამაზესმა დირექტორმაც ზეპირად იკითხა გალაკტიონი, გოგოებმა ხო იკითხეს კი არადა,იმღერეს კი არადა, "დახურეს" საერთოდ, არ ვიცი, არ ვიცი, რა ვთქვა ,აღარც ვიცი... ეს იყო ჩემთვის შოკი!და ამდენ ახლაგზრდა ულამაზეს გოგოს რა უნდა იქ?ღმერთო, ნურავის მოუვლენ მსგავს განსაცდელს, ცხოვრება არის სასწაული....

საქართველო ყველაფერს შეძლებს,თუ ამის ნება იქნება,ყველაფერს!!!! აი,ამაში დავრწმუნდი დღეს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42