„ნატოს კარი ღიაა და ამის საუკეთესო მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ამ დრომდე, ალიანსის წევრთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა, ასევე ამ წლის გაზაფხულზე ნატოს შეუერთდა მონტენეგრო და წევრთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა.“- განაცხადა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენმდივანმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ნატოში შესვლისთვის სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული სტანდარტები:
„საქართველო და უკრაინა ახლა კონცენტრირებულნი არიან რეფორმებზე, რომელთა მიზანიც თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაცია, კორუფციასთან ბრძოლა და დემოკრატიის გაძლიერებაა. ნატო და მისი მოკავშირეები მათ ამ რეფორმების განხორციელებაში ეხმარებიან.“- აღნიშნა სტოლტენბერგმა. ამასთანავე სტოლტენბერგმა აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ არავითარ მესამე მხარეს არ აქვს უფლება ნატოს გადადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერიოს.
„საბოლოო ჯამში ახალი წევრის მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებს ჩვენი 29 წევრი, სხვა არავის აქვს უფლება ჩაერიოს ან ვეტო დაადოს ამ პროცესს. თითოეულ სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება თავად აირჩიოს საკუთარი გზა, გაფართოებაზე გადაწყვეტილებას კი ალიანსი იღებს.“- აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მასალის გამოყენების პირობები






