თეა წულუკიანი „ოცნებას“ აშანტაჟებს - კულუარებში იუცსტიციის მინისტრის სავარაუდო კანდიდატად ეკა ბესელიას ასახელებენ
პოლიტიკა - 00:31, 18 Nov, 2017     6089
„ნიუპოსტის“ კონფიდენციალური წყაროს ცნობით, „ქართული ოცნების“ „სხადნიაკზე“, რომელიც ოფიციალურად ლარის დევალვაციას მიეძღვნა, გიორგი კვირიკაშვილმა მმართველ პარტიაში დიდი წმენდა დაანონსა.

ოფიციალური ვერსიით, ეკონომიკური გუნდი პარტიის ოფისში საბიუჯეტო ცვლილებების გამო იყო დაბარებული, თუმცა შეხვედრის მონაწილეების ნაწილი „ნიუპოსტთან“ პირად საუბარში ადასტურებს, რომ განხილვის ერთ-ერთ მთავარი თემა მმართველ პარტიაში არსებული დაპირისპირება იყო.

„ნიუპოსტის“ წყარო ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ გვარს ასახელებს და აცხადებს, წულუკიანის თანამდებობიდან გაშვება თითქმის გადაწყვეტილია.

„იუსტციის ჯერ კიდევ მოქმედ მინისტრს სტრასბურგში საქართველოს ელჩობას სთავაზობენ, მაგრამ ამაზე წულუკიანი არ თანხმდება და ულტიმატუმს აყენებს, რომ თუ მინისტრობიდან გაათავისუფლებენ, პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს და სამთავრობო კანდიდატს დაუპირიპსირდება,“ - ამბობს წყარო.

მისივე ინფორმაციით, წულუკიანმა მსგავსი ტაქტიკა, ანუ შანტაჟის ენა მაშინაც გამოიყენა, როცა სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე აღსრულება შეაჩერა.

„მაშინ წულუკიანი ხელისუფლებას დაემუქრა, რომ გარიყვის შემთხვევაში მერობის კანდიდატ კალაძეს „ჩაძირავდა“, - აცნობს „ნიუპოტს“ სამთავრობო გუნდის კულუარებს წყარო.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, „ქართული ოცნბის“ საპარლამენტო წარმომადგენლის , შოთა შალელაშვილის ხმაურიანი განცხადება იმაზე მიანიშნებს, რომ წულუკიანის გადაყენება გადაწყვეტილია.

პარლამენტში პარტიული სიით შესულმა დეპუტატმა, რომლის არსებობის შესახებაც საზოგადოების ნაწილმა, პრაქტიკულად, აქამდე არაფერი იცოდა, მინისტრი ღიად გააკრიტოკა და განაცხადა, რომ თეა წულუკიანმა სახალხო დამცველთან მიმართებაში უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების შემდეგ შოთა შალელაშვილი მედიასთან აღარ გამოჩენილა, რაც ამყარებს „ნიუპოსტის“ კონფიდენციალური წყაროს ვერსიას, რომ დეპუტატმა იმ საპარლამენტო ჯგუფის მოსაზრება გაახმოვანა, რომელიც წულუკიანის წინააღმდეგ გაერთიანდა.

ისე, კულუარული ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ წულუკიანი გადადგება, იუსტიციის მინისტრობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატი შესაძლოა, ეკა ბესელია იყოს. ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში ქალების დაპირისპირება არ ახალია, ახლა კი მთავარი ინტრიგა ის არის, ვის მხარეს დადგება „ჩრდილოვანი მმართველი“, რომელმაც თავის დროზე, ანუ „ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ განქორწინების შემდეგ, თეა წულუკიანს მწვანე აუნთო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42