„მივმართავ საქალაქო სამსახურების უფროსებს და მოვუწოდებ მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოთ" - კახი კალაძე
პოლიტიკა - 19:14, 17 Nov, 2017     1071
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და თბილისის რაიონების გამგებლების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დამტკიცების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დედაქალაქის ახალი მთავრობა მუშაობას ოფიციალურად ორშაბათიდან, 20 ნოემბრიდან შეუდგება.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცებისთვის. ჩვენ ყველანი ერთად, ერთიანი ძალებით ოფიციალურად, ორშაბათს შევუდგებით მუშაობას და თითოეული თბილისელი და დედაქალაქის სტუმარი ჩვენი მუშაობის პირველ ხელშესახებ შედეგებს უახლოეს მომავალში დაინახავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის რაიონების გამგებლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათი ეფექტური მუშაობა მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს უნდა წყვეტდეს.

„მინდა მივმართო თბილისის რაიონის გამგებლებს, თქვენ ხართ ის რგოლი, რომელთაც ყოველდღიური შეხება აქვთ მოქალაქეებთან და მათ პრობლემებთან. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამგებლები და გამგეობები ეფექტურად მუშაობდნენ და წყვეტდნენ ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. თქვენი კოორდინირებული, გუნდური მუშაობა იმ კონცეფციის განხორციელების საფუძველია, რომ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი გახდეს - მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ყველა რაიონი ერთად, გარეუბნები და ცენტრიც“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ასევე, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებსაც მიმართა და მაქსიმალური გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.

„მივმართავ საქალაქო სამსახურების უფროსებს - თქვენი სამსახურების ეფექტური და რაც მთავარია, მობილური მუშაობის შედეგი იქნება თბილისის რაიონებში იმ დაპირებების შესრულება, რაც მოსახლეობას გავაცანით და რა მოლოდინიც საზოგადოებაში არსებობს. საზოგადოების განწყობა თქვენი საქმიანობის ყველაზე ზუსტი შეფასება იქნება. მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოთ და იყოთ თანამშრომლობისთვის გახსნილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ და თბილისის საკრებულოს თანამშრომლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

თბილისის საკრებულომ მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების უფროსები და თბილისის რაიონების გამგებლები დაამტკიცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42