„დღეს დილით უმრავლესობის ერთერთმა დეპუტატმა სახალხო დამცველთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და გაჩნდა იმედი, რომ საბოლოოდ, უმრავლესობაში საღი აზრი გაიმარჯვებდა.
თუმცა დღის მეორე ნახევარში, ჩვენ კვლავ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება სახალხო დამცველის წინააღმდეგ და ფაქტობრივად სახალხო დამცველი გამოჰყავთ როგორც ხალხის მტერი. საკმაოდ აბსურდულ სიტუაციაში ვართ ჩვენ ყველა ერთად.
საზოგადოების, პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ სახალხო დამცველი არის თუ არა ხალხის და ქვეყნის მტერი და მეორე ნაწილს უწევს იმის ახსნა, რომ ეს ასე არ არის.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხდება გამოგონილი, ვირტუალური თემებით მანიპულაცია, ეს მაშინ, როცა ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად აწუხებს უმწვავესი პრობლემები და მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ლარის კურსი. საინტერესო იყო საზოგადოებრივი დისკუსია დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებზე და ასე შემდეგ“, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






