პრეზიდენტმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან კოდა-ჭვრინისთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტები განიხილა
პოლიტიკა - 17:52, 17 Nov, 2017     992
გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან კოდა-ჭვრინისთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტები განიხილა.

სოფელ კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის პროცესი, შექმნილი ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები განიხილა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოვიო კლაართან შეხვედრისას.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, სპეციალური წარმომადგენლის კაბინეტის უფროსი/პოლიტიკური მრჩეველი ბიორნ კიუნე, სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკური მრჩევლები მარტა ფრიმანი და ტომ ტრიერი ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის წარმომადგენელს შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ხელოვნური ბარიერების გავლების პროცესი დაძაბულობის წყაროდ რჩება და კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და უსაფრთხოების კუთხითაც მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები მოაქვს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, მისასალმებელია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის გამოცდილება ამ სფეროში, ის უკვე არის საქართველოში ნამუშევარი და საქართველოს მეგობარია.

"პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ჟენევის მოლაპარაკებებს. საუბარი შეეხო სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის მხრიდან კიდევ ერთხელ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებას და რეგიონალურ გამოწვევებს და იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას, რომ შენარჩუნდეს სტაბილურობა და მოხდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა", - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განიხილებოდა კონფლიქტები, საქართველოს ხელისუფლებაში არსებული მდგომარეობა, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული ვითარება და, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს, და, კონკრეტულად ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, რათა იმუშაოს ორივე მხარესთან გადაწყვეტილებათა მოძიებისათვის.

"გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და კონსტრუქციული საუბარი ამ თემაზე და მოუთმენლად ველი ჩემს შემდეგ შეხვედრებს მომავალ კვირაში, სადაც ჩვენ განვიხილავთ ყველა ადამიანის საკეთილდღეოდ პროცესების წინსვლისათვის საჭირო გზებს", - განაცხადა ტოვიო კლაარმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42