მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კიევში გატაცებული ქართველი ჟურნალისტი და მოხალისე მებრძოლი თვითმფრინავში ჰყავთ და ასაფრენად ემზადებიან.
„მოვუწოდებ უკრაინის სახელმწიფო ავიახაზებსა და ქართულ სადისპეჩერო სამსახურს, უფლება არ მისცეს მომდევნო თვითმფრინავს, ჟულიანის აეროპორტიდან აფრინდეს, რადგან იქ იმყოფებიან დანაშაულებრივი ხელისუფლების მიერ უკანონოდ გატაცებულები.
მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გატაცებულები ჟულიანის აეროპორტის ვიპ ტერმინალში ჰყავთ, საიდანაც თვითმფრინავი სპეციალური ნებართვით გამუდმებით დაფრინავს პუტინთან" - წერს სააკაშვილი.
სააკაშვილის თქმითვე, გატაცებულ ჟურნალისტს, ოდესაში, უკრაინელი მეუღლე ჰყავს, რომელიც 8 თვის ორსულია.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქართველი ჟურნალისტი თამაზ შავშიშვილი და АТО-ს მოხალისე ვანო ნადირაძე გაიტაცეს.
მასალის გამოყენების პირობები






