სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციის კამპანია მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან - არასამთავრობოები განცხადებას ავრცელებენ
პოლიტიკა - 15:44, 17 Nov, 2017     1022
არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის კონსტიტუციური ინსტიტუტის დისკრედიტაციის კამპანიის თაობაზე განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ იმ ტიპის განცხადებებისგან, რომელიც ხელს უწყობს ომბუდსმენის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, განსაკუთრებით კი საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

,,არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებული ვადევნებთ თვალს მოქმედი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მისამართით გამოთქმულ და ამავდროულად, თვით ომბუდსმენის ინსტიტუტის დისკრედიტაციის შემცველ განცხადებებს, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ავრცელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის - მაღალი თანამდებობის პირები.

აღნიშნული განცხადებები, ძირითადად, უკავშირდება სახალხო დამცველის მიერ 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ მონიტორინგის შედეგებს ე. წ. ციანიდის საქმეზე . დოკუმენტში, რომელიც საქმის გამოძიების მასალების შესწავლისა და სასამართლო პროცესის მონიტორინგის შემდგომ მომზადდა, სახალხო დამცველმა სერიოზულ პროცესუალურ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება.

მონიტორინგის დასკვნაში სახალხო დამცველი ეხმაურება ყველა იმ არსებით დარღვევას, რასაც როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აღნიშნავდნენ და უარყოფითად აფასებდნენ. კერძოდ, დასკვნაში კრიტიკულად შეფასებულია: ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა , ადვოკატებისთვის დაცვის შესაძლებლობის შეზღუდვა ე.წ. გაუთქმელობის ხელწერილის საშუალებით , სასამართლო პროცესის სრულად დახურვა და ა.შ.

სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებს მეორე დღესვე საჯარო განცხადებით გამოეხმაურა ე. წ. ციანიდის საქმის პროკურორი , რომლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებში უკვე ჩანდა აგრესიული გამონათქვამები სახალხო დამცველის მისამართით. მალევე პოლიტიკური შინაარსის განცხადება გაავრცელა თბილისის საქალაქო სასამართლომ , სადაც შეურაცხმყოფელ კონტექსტში სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის ამოწურვაზეც არის საუბარი. მიმდინარე პოლიტიკურ კამპანიას შეუერთდა იუსტიციის მინისტრი უსამართლო რეპლიკით, რომ უჩა ნანუაშვილი არის „პირველი უსამართლო ომბუდსმენი“.

ამ პროცესში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება, საიდანაც ისე ჩანს, რომ სასამართლოს ან წარმოდგენა არა აქვს სახალხო დამცველის მანდატის შესახებ ან ეს წარმოდგენა ემყარება პოლიტიკურ კონიუნქტურას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები სახალხო დამცველს თავს ესხმიან და კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო აკრიტიკებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან, რითაც ხელს უწყობენ სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაკნინებას და დისკრედიტაციას, განსაკუთრებით - საერთაშორისო საზოგადოების თვალში“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

მედიის განვითარების ფონდი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი,

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

კავშირი „საფარი“

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“

სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42