„ის, რაც კარგია უკრაინისთვის, კარგია საქართველოსთვის და რაც კარგია საქართველოსთვის, კარგია უკრაინისთვის“ - დავით საგანელიძე
პოლიტიკა - 15:35, 17 Nov, 2017     1258
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ უკრაინის „აბრეშუმის გზის“ მეორე ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

კიევში გამართული საერთაშორისო ფორუმის მიზანი აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და პერსპექტივების დასახვა იყო. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა, ევროპისა და აზიის მსხვილი საფინანსო და კერძო კომპანიების ხელმძღვანელებმა და საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების განვითარების შესახებ ისაუბრეს.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ღონისძიების გახსნით ცერემონიალზე, საპატიო სტუმრებთან ერთად, აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

„დღესდღეობით, საქართველო მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა საინვესტიციო პოტენციალის მხრივ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს გავლით აბრეშუმის გზის დერეფნის ამოქმედება. ვგულისხმობ ტრანსრეგიონული სატრანსპორტო ნაკადების გააქტიურებას. 2015 წელს ამოქმედდა ტრანსკასპიური სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ჩინეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ჩვენი ქვეყნის გავლით კი - ევროპულ ქვეყნებს აერთიანებს. შესაბამისად, დიდია საქართველოს როლი საუკუნის პროეტში „ერთი სარტყელი – ერთი გზა” და ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, ამ პროექტში აქტიურ ჩართულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. აბრეშუმის გზის აღდგენა აახლოებს ჩვენს ქვეყნებს და საქართველო ხდება ევროპისა და ჩინეთის კარიბჭე უზარმაზარი პოტენციალით,“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.

მან უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო ისტორიული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაც კარგია უკრაინისთვის, კარგია საქართველოსთვის და რაც კარგია საქართველოსთის, კარგია უკრაინისთვისაც.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო სავაჭრო-საინვესტიციო სესიაშიც, რომლის ფარგლებში, მან დამსწრეებს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და სტრატეგიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამავე სესიაზე დავით საგანელიძემ ჟურნალისტებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

დავით საგანელიძემ დამსწრე საზოგადოება 28-29 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე მოიპატიჟა.

უკრაინის „აბრეშუმის გზის“ მეორე ფორუმის ოფიციალურად დახურვის შემდეგ, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვოლოდიმირ ომელიანმა „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი სამინისტროში მიიწვია. მხარეებმა საქართველო-უკრაინის თანამშრომლობისა და საბორნე მიმოსვლის პროექტის შესახებ ისაუბრეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42