ხათუნა სამნიძე, გიგა ბოკერია და გურამ ოდიშარია "ტოლერანტობის ქომაგის" სიგელით დაჯილდოვდნენ
პოლიტიკა - 15:07, 17 Nov, 2017     957

2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები. ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ტოლერანტობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ტრადიციად იქცა „ტოლერანტობის ქომაგების“ გამოვლენა და დაჯილდოება. სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ავლენენ და საპატიო სიგელებითა და პრიზებით აჯილდოებენ იმ პიროვნებებს, ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში წვლილი შეიტანეს.

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოებმა ტრადიციულად დააჯილდოვეს 2017 წლის „ტოლერანტობის ქომაგები“. წლევანდელი ტოლერანტობის ქომაგები არიან: მწერალი ლაშა ბუღაძე, ფესტივალის „ერთი ცის ქვეშ“ ორგანიზატორი, მუსიკოსი და დამსახურებული პედაგოგი მანანა ალფაიძე; ორგანიზაციებიდან მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი - პროექტისთვის რელიგიათა კლუბი და „არტარეა“ – პროექტისათვის „თბილისური ეზო“, მედიადან გამოვლინდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და გაზეთი „გურჯისტანი“; საჯარო მოხელეთა შორის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გურამ ოდიშარია. საპატიო ჯილდოები გადაეცათ ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს ჰანს-იოაჰიმ კიდერლენი და ჩეხთა სათვისტომოს „ზლატა პრაღას“ ხელმძღვანელს გაროლდ შმალცელს.

სახალხო დამცველის პრიზებით დაჯილდოვდნენ ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მედიაკონკურსის გამარჯვებულებიც: კონკურსში პირველი და მესამე პრიზი ჟურნალ სამხრეთის კარიბჭის ჟურნალისტებმა ნინო ნარიმანიშვილმა და თინათინ ზაზაძემ გაინაწილეს. პირველ ადგილზე გასული სტატია მუსლიმი მესხების რეპატრიაციის თემას ეძღვნება - „რთული გზა სამშობლოში დასაბრუნებლად“, ხოლო მესამე ადგილზე გასული მასალა -„სათავსოებად ქცეული სალოცავები“ - საქართველოს სოფლებში მეჩეთებისა და ჯამეების მდგომარეობას აღწერს. მეორე ადგილი ჟურნალ ლიბერალის რედაქტორს, ზურა ვარდიაშვილს ერგო სტატიისათვის: „რას გვასწავლის დედა ისტორია“.

ღონისძიება ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42