ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 დეკემბრამდე დასრულდება
პოლიტიკა - 15:05, 17 Nov, 2017     865

თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. კახა კალაძე თავდაპირველად, ბეჟანიშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება. როგორც თბილისის მერმა მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ აღნიშნა, გზის რეაბილიტაციის პროექტი დასასრულს უახლოვდება, რომლის ფარგლებშიც, მიწისქვეშა კომუნიკაციები და საკანალიზაციო სისტემა სრულად გამოიცვალა.

„ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც გზის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მანამდე, აქ ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ფაქტობრივად, სრულად არის შეცვლილი მიწისქვეშა კომუნიკაციები, საკანალიზაციო მილები, სანიაღვრე სისტემა და შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პროექტი უკვე დასასრულს უახლოვდება. დარჩა მხოლოდ გზის საფარის დაგება და როგორც ახლა მივიღეთ პირობა, სამუშაოები 5 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც არსებობს კონკრეტული რაიონები და ქუჩები, სადაც ამ მხრივ, პრობლემები კვლავ რჩება. „მომდევნო წლების განმავლობაში, აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეს პროექტები განხორციელდეს, კონკრეტულ რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ და ჩვენი დედაქალაქის ქუჩები კეთილმოწყობილი იყოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ბეჟანიშვილის ქუჩაზე დაზიანებული ქვაფენილის დემონტაჟი დასრულდა, სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე ახალი ტროტუარებიც მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც მერიის კონტრაქტორი კომპანია „ცეკური“ აწარმოებს, დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება. დღესვე, დედაქალაქის მერი დიდ დიღომში, ამერიკული სოფლის მიმდებარედ, ზურგოვანას დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გაეცნო. ზურგოვანას დასახლების რეაბილიტაციის პროექტი სანიაღვრე ქსელისა და გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. დასახლებაში ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა და გზის ორფენიანი საფარი დაიგება. სამუშაოებს აღნიშნულ მისამართზე თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია, შპს „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს. გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42