უმრავლესობის ლიდერი შალელაშვილს არაკორექტული განცხადების გამო საყვედურებს.
"თეა წულუკიანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ადამიანის უფლებების დაცვის რთულ საქმეს, იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ და იუსტიციის მინისტრის რანგში მის საქმიანობას წარმატებულად ვაფასებთ: მისი უშუალო ლიდერობით არაერთი მიმართულებით დაიხვეწა კანონმდებლობა, განვითარდა საჯარო სერვისების დაფარვა და ხარისხი, წარმატებით შესრულდა ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები"- ამბობს თალაკვაძე.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა შალელაშვილის შეფასებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ომბუდსმენის შესახებ უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. უმრავლესობის წარმომადგენლის განცხადებით, წულუკიანის განცხადება აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯია.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას თქვა, რომ „უჩა ნანუაშვილი პირველი უსამართლო ომბუდსმენია“.
თავის მხრივ სახალხო დამცველი თვლის, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებები საქართველოს ხელისუფლება და მის იმიჯს აზიანებს.
მასალის გამოყენების პირობები






