ეკა ბესელიამ თეა წულუკიანის მიერ ომბმუდსმენის მისამართით გაკეთებული შეფასებისა და უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან წამოსული კრიტიკის კომენტირებაც არ ისურვა.
„არ ვაპირებ განცხადების გაკეთებას იმაზე, ვინ რას და რატომ ლაპარაკობს. განცხადებების სისწორეს არ ვაფასებ... მე ვაფასებ მოვლებენსა და ფაქტებს... ვინ რას საუბრობს, ეს ჩემი განსჯის საგანი არ არის, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება,“ - აღნიშნა ბესელიამ.
მმართველ პარტიაში არსებულ შესაძლო განხეთქილებაზე „ნიუპოსტის“ მიერ დასმულ კითხვას უმრავლესობის დეპუტატი ასე პასუხობს: „არანაირი განხეთქილება, არის განსხვავებული მოსაზრებები“.
„ნიუპოსტი“ ასევე, დაინტერესდა, როგორია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია უჩა ნანუაშვილის მწვავე ანგარიშზე, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეს შეეხება, თუმცა ამ შემთხვევაშიც ბესელიამ დუმილი ამჯობინა.
„არ ვაკეთებ კომენტარს, თუ სხვა კითხვა არ გაქვთ, მე გითხარით ჩემი პოზიცია - კომენტარებს არ ვაფასებ,“ - განმარტა დეპუტატმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა შალელაშვილის შეფასებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ომბუდსმენის შესახებ უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. უმრავლესობის წარმომადგენლის განცხადებით, წულუკიანის განცხადება აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯია.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას თქვა, რომ „უჩა ნანუაშვილი პირველი უსამართლო ომბუდსმენია“.
თავის მხრივ სახალხო დამცველი თვლის, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებები საქართველოს ხელისუფლება და მის იმიჯს აზიანებს.
მასალის გამოყენების პირობები






