სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 11:52, 17 Nov, 2017     697

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტადაჰარუ უეჰარას უმასპინძლა.

შეხვედრის მთავარ საკითხს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და პარტნიორული კავშირების გაღრმავება, ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემებში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკების განხილვა წარმოადგენდა.

კახა კახიშვილმა ელჩს მისიის დაწყება მიულოცა და მასთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მისი განცხადებით, საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის თავზე, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები.

“არაერთი პროექტი ხორციელდება იაპონიის მთავრობის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფინანსური მხარდაჭერით. საქართველოში უკვე წარმოდგენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი იაპონური კორპორაცია, რომელთა დახმარებითაც დღითიდღე იზრდება იაპონური ბიზნეს სექტორის მიერ ქართული საინვესტიციო სივრცით დაინტერესება, რაც მისასალმებელია. ამასთან, სავიზო რეგულაციების გამარტივებამ ხელი შეუწყო ხალხთა შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და სახალხო დიპლომატიის განვითარებას,“ - აღნიშნა შეხვედრისას მინისტრმა.

კახა კახიშვილმა ელჩს 2012 წლიდან საქართველოში სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებულ იმ წარმატებულ რეფორმებზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა დამსახურებითაც საქართველომ ევროპის მასშტაბით მოწინავე პოზიციებზე გადაინაცვლა. მინისტრის განცახდებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების მუდმივი და სწრაფი განვითარების ტემპების შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყანათა შორის გამოცდილების გაზიარება.

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ მინისტრსა და მის გუნდს წარმატებული რეფორმების გატარება მიულოცა.

“ქვეყნების შორის ურთიერთობები დამყარებულია ხალხებს შორის ურთიერთობაზე. მოხარული ვარ, რომ მინისტრთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს და ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ თანამშრომლობის გასაღრმავებლად,” - აღნიშნა ელჩმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42