გორში ასობით საჯარო მოხელე სამსახურიდან დაითხოვეს
პოლიტიკა - 11:45, 17 Nov, 2017     3030
გორში ასობით საჯარო მოხელე სამსახურიდან დაითხოვეს. მას შემდეგ რაც გორმა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაკარგა და ორი მუნიციპალიტეტი გაერთიანდა, გამგეობის და მერიის თანამშრომლებს უფლებამოსილება შუწყდათ და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წერილობითი ინფორმაციაც ჩაიბარეს.

სამსახურის მიღმა დარჩენილ საჯარო მოხელეებს ახლა სამუშაო ოთახებიდან პირადი ნივთები გააქვთ და იმედი აქვთ, რომ ახლად შექმნილ უწყებაში მუშაობას მოგვიანებით გაგრძელებენ, რადგან, მათ არჩევნებამდე ათი დღით ადრე გასაუბრება გაიარეს და დადებითი შეფასებაც მიიღეს.

იურისტები აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის ლიკვიდაცია და შემდეგ შერწყმა, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი არ არის. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ ყველა საჯარო მოხელესთვის დროებით მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით მუშაობის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცათ. ადამიანის უფლებათა ცენტრის იუერისტი კი მთავრობის დადგენილებას იშველიებს და აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ადამიანებისთვის უფლებამოსილება ერთბაშად არ უნდა შეეწყვიტათ. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ქალაქის ახალი მერი ამ დრომდე არ ასახელებს იმ ადამიანების ვინაობას, ვინც ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტში იმუშავებს. ამ დროისთვის მხოლოდ კოტე თავზარაშვილის მოადგილეების ვინაობაა ცნობილი. ქალაქის მერს სამი მოადგილე ეყოლება, გელა კაპანაძე, ალექსი მარიამიძე და ეკა სუიშვილი.

გორში სიახლეა ისიც, რომ საკრებულო და მერია სხვადასხვა შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას, რაც ოპოზიციის მტკიცებით, ადმინისტრაციულ ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42