„საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას ხელს უშლის არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა, არამედ, ამ რეგიონის უსაფრთხოების საკითხიც. საქართველოდან არცთუ შორს სამხედრო კონფლიქტებია, დაფიქსირებულია ტერორისტების მცდელობაც, რომ ამ გზით რუსეთის ტერიტორიაზე შემოვიდნენ. ამიტომ, არსებული სიტუაცია ექსპერტების მხრიდან სერიოზული განხილვისა და ანალიზის საგანია,“- განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ გამხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს განუყოფელი ნაწილების ე.წ. აღიარების შემდეგ, საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ამჟამად, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უვიზოდ შეუძლიათ, თუმცა, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში სტუმრობისთვის ვიზები სჭირდებათ. რუსეთის ვიზის მისაღებად საჭიროა ოფიციალური მოწვევა, რომელსაც მიმწვევი მხარე რუსეთის ფედერალურ მიგრაციულ სამსახურში ათანხმებს.
მასალის გამოყენების პირობები






