"ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის როგორც მერია, ასევე გამგეობები იყოს ორიენტირებული ადამიანებზე, ადამიანის კეთილდღეობაზე, უნდა იყოს გაუმჯობესებული მუნიციპალური სერვისები, შესაბამისად, რეფორმები განხორციელდება. რა როგორ იქნება, უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ყველასთვის. თვითმიზანი არ არის ვიღაცების გაშვება, ჩვენ არავის ნამდვილად არ ვერჩით," - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი საკრებულოს დასამტკიცებლად დღეს საკუთარ გუნდს წარუდგენს. დღესვე დეპუტატებმა დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ. ვიცე მერის პოზიციაზე წარდგენილია ირაკლი ხმალაძე, მოადგილეებად კი მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი არიან წარდგენილნი.
თბილისის ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება მმართველ გუნდს საკუთრი ძალებით მოუწევს. ოპოზიცია ახალი მერის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს.
მასალის გამოყენების პირობები






