ეკონომიკის ექსპერტები კი მიიღნევენ, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენცია ლარს ვეღარ უშველის. დარგის სპეციალისტები ხელისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვას ურჩევენ.
„ლარის გაუფასურებაში მთავარ ფაქტორებს თამაშობს მოლოდინები, რომელიც ბაზარზე არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა მოხსნილია, რადგან არასწორი მოლოდინებია. ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის სწორედ იმაში, რომ დღეს ამდენი წლის შემდეგ, ოდნავი არასწორი მოლოდინებიც კი ბაზარზე, ასეთ მნიშვნელოვან მერყეობას განაცდევინებს ლარის გაცვლით კურსს. შესაბამისად, არასწორი პოლიტიკა არის საბოლოო ჯამში იმის შედეგი, რაც სჭირს ლარს,“ - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.
ეკონომისტების ნაწილი ლარის გაუფასურებას გარკვეულწილად თვითმმართველობის არჩევნებსაც უკავშირდებს.
„არჩევნების შემდეგ დაიწყეს დოლარის შეძენა ბიზნესებმა და ვხედავთ, რომ ნაწილობრივ წნეხი განახორციელა. ამას ემატება მეორე მოლოდინი, ბიზნესები რატომღაც ფიქრობენ, რომ წლის ბოლოს კურსი უნდა უფასურდებოდეს. ჩვენ არ ვიცით რა განწყობაა ბიზნესში, ისინი რამდენად ენდობიან დღევანდელ მთავრობას ეკონომიკური განვითარების კუთხით,“ - აცხადებს გიორგი პაპავა.
მასალის გამოყენების პირობები






