სუს-ისა და ივანიშილის კადრები მერიაში - „ეს თბილისელების დაცინვაა!“
პოლიტიკა - 20:02, 16 Nov, 2017     7042
თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებას, რომ მზად არის, ოპოზიციას შეხვდეს და კონკრეტული პროექტებისა და გეგმების შესახებ ესაუბროს, საკრებულოში ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე „ნიუპოსტთან“ პასუხობს.

ენმ-ს წევრი ამბობს, რომ „კალაძემ ოპოზიციასთან ურთიერთობა ნარმანიაზე ბევრად ცუდად დაიწყო“.

ცნობისთვის, ყველაფერი ნიკოლოზ ჭონქაძის (Facebook-ექაუნთით - სულიკო კედელაშვილი) მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნით დაიწყო. ეს უკანასკნელი ოპოზიციამ სოციალური ქსელით ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა და კალაძეს მისი სხვა კანდიდატურით შეცვლა მოსთხოვა, თუმცა კალაძე ,,სულიკო კედელაშვილთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ ცვლის და ამ საკითხზე ხელისუფლების ოპონენტებთან საუბარს არ აპირებს.

„ფაქტია, რომ კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრაზე უარი განაცხდა. თუ ვერ ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია, როგორ მთავრობას დაამტკიცებს, ეს მისი ძალიან დიდი პრობლემაა.

ზოგადად, საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტი შემოდის, რომლის ირგვლივ ძალიან ბევრი შენიშვნა და მოსაზრება გვექნება. ვაპირებთ, მთავრობის ყველა წევრი დავიბაროთ და ამ საკითხებზე ვესაუბროთ. საკრებულოში მოსვლა მერსაც მოუწევს. შენიშვნები მრავლად იქნება, რადგან სამარცხვინო ბიუჯეტია შემოსული.

რაც შეეხება მერის მიერ წარმოდგენილ მთავრობას, ფაქტია, რომ კალაძემ ნარმანიაზე ბევრად ცუდად დაიწყო. გულწრფელად ველოდით, რომ კახა კალაძე წარმოადგენდა სრულიად განახლებულ გუნდს, თუმცა მან მთავრობის შემადგენლობაში ნარმანიას გუნდის ნახევარზე მეტი დატოვა - ის ადამიანები, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, ვერაფერი გააკეთეს. თანამდებობაზე რჩებიან ის პირები, რომლებსაც თბილისში საცობების, კეთილმოწყობის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალური პრობლემები უნდა მოეგვარებინათ. ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ დატოვა თანამდებობაზე, რომ "ქართუ ჯგუფის" წევრები იყვნენ. თბილისის მერიაში სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნებიც რჩებიან .

ახალი წევრების სახე, სამწუხაროდ, ბატონი ჭონქაძე-კედელაშვილია, რომელიც ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ფაშისტური განცხადებებითაა ცნობილი. მისი მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა სირცხვილი და თბილისელების დაცინვაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგი არ იქნება და თბილისის საკრებულოს წევრებს კვლავ შეეზღუდებათ თბილისის მერიაში შესვლა. ალბათ, საკრებულოდან ისევ დაიწყებენ დეპუტატების გაგდებას და თავს თბილისელებისგანაც სწორედ ასეთი გზებით და ასეთი ადამიანებით დაიცავენ"- აღნიშნა ნადირაძემ.

რაც შეეხება ჭონქაძის „აღსარებას“, რომ ნაცნობობა აკავშირებს "კახელების კლანის" „ბოსად“ ცნობილ თამაზ თამაზაშვილთან, ამ საკითხზე კომენტირებისას ენმ-ს წევრი მინიშნებას აკეთებს და ამბობ, რომ "კლანებს შორის დაპირისპირების" სიღრმეებში არ შევა.

"შიდა კლანურ გარჩევებზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. მთავარი კლანის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილია. ვინ რომელ დაჯგუფებას წარმოადგენს, ეს თბილისელებისთვის უინტერესოა. მთავარია, რომ ამ ქვეყანას და თბილისის მერიას არაფორმალურად ისევ ბიძინა ივანიშვილი მართავს და ისიც ფაქტია , რომ ხელისუფლებაში ისევ ექსპრემიერის კადრები რჩებიან, რომლებიც წლების განმავლობაში პირადად ბიძინა ივანიშვილს ემსახურებოდნენ და სწორედ ამ ადამიანების დამსახურებით ხდებიდა მისთვის და მისი მაფიოზური კლანისთვის ქონების 1 ლარად გადაცემა,“ - დასძინა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქის ახალი მთავრობის წევრებს საკრებულოში დასამტკიცებლად ხვალ წარადგენს. საკრებულოს სხდომა 17:00 საათზე დაიწყება და, სავარაუდოდ, უხმაუროდ არ ჩაივლის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42