"საზოგადოებას სჭირდებოდა ხისტი გვერდი... დიახ, ვიცნობ თამაზ თამაზაშვილს"- "სულიკო კედელაშვილი" გამოჩნდა
პოლიტიკა - 18:47, 16 Nov, 2017     3816
სულიკო კედელაშვილმა იგივე ნუგზარ ჭონქაძე, რომელიც სოციალური ქსელში ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებაშია მხილებული, მედიასთან მისი მისმართით არსებულ კითხვებზე პირველად საუბრობს.

"სულიკო კედელაშვილი" ადასტურებს, რომ მას თამაზ თამაზაშვილთან ნაცნობობა აკავშირებს. ,,მე ვმუშაობდი უსაფრთხობის სამსახურში. დიახ, ვიცნობ თამაზ თამაზაშვილს“- განაცხადა ჭონქაძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

მისი თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე მას რეკომენდაცია კახი კალაძემ გაუწია.

რაც შეეხება სოციალურ ქსელს, ჭონქაძე აღნიშნავს, რომ გვერდი საზოგადოებისთვის შეიქმნა, რადგან მათ ხისტი განცხადებების გაკეთება ესაჭიროებოდათ.

“ეს გვერდი შეიქმნა 2010 წელს, მაშინდელი რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ჰქონდა სახელმწიფოს და რა სიტუაციაც სუფევდა, ის ძალადობა, რომელზეც ახლა ძალიან ბევრი საუბრობს, მაშინ ვერ საუბრობდა, იყო ასეთი შეზღუდვები და საზოგადოებას სჭირდებოდა რამე ისეთი ხისტი გვერდი, რომელიც თავის პოზიციას დააფიქსირებდა. ეს ყველაფერი, რასაც ახლა აჟიტირებს პრესა, აჟიტირებს პოლიტიკური პარტიები, იყენებენ თავისთვის, ეს არის სუყველაფერი ფარსი და ყველაფერი მოგონილია. ეს გვერდი შეიქმნა ამისთვის, საზოგადოებისთვის, რომელსაც სჭირდებოდა ასეთი ხისტი პოზიციის დაფიქსირება და ვერ აფიქსირებდა. მარტო მე კი არ ვაფიქსირებდი, იქ ძალიან ბევრი კომენტარებში აფიქსირებდა თავის აზრებს. თუ რომელიმემ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, შეუძლია მიბრძანდეს სასამართლოში და სამართლებრივად გავარჩიოთ ეს საქმე,“ - განაცხადა ნიკოლოზ ჭონქაძე.

ნიკოლოზ ჭონქაძე ამბობს, რომ ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურში 1995 წლიდან - 2007 წლის ჩათვლით მუშაობდა, შემდეგ კი კერძო სტრუქტურაში, „პროგრეს ბანკში" იგივე განხრით განაგრძო მუშაობა.

ოპოზიცია ნიკოლოზ ჭონქაძეს ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს და კახა კალაძეს მისი სხვა კანდიდატურით შეცვლას სთხოვს. თბილისის მერი კი გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42