მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, ერთ საზოგადოებად გაერთიანებული, სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენელი ადამიანები აშენებდნენ და აშენებენ - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 18:36, 16 Nov, 2017     847

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა და ტოლერანტობაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურინტეგრაციაზე, რუსულ -ქართულ ურთიერთობებზე და საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქართველები ყოველთვის ამაყობენ საკუთარი წარსულითა დაისტორიით, რომელსაც მრავალი ეროვნების, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი ადამიანები გვერდიგვერდ, ერთ საზოგადოებაში გაერთიანებულნი ქმნიდნენ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში ტოლერანტობის ნათელი მაგალითია თუნდაც ის ურთიერთობა, რომელიც ქართველ და ებრაელ თემს აქვს მრავალი საუკუნეებისგანმავლობაში და არ არსებობს არცერთი ფაქტი მათი დაჩაგვრის ან, უფლებების დარღვევის.

"მე ვესაუბრები მომავალ ლიდერებს, მომავალ თაობას, რომელსაც აქვს სურვილი და მზაობა განსაზღვროს საკუთარი ქვეყნების, ევროპის და მთლიანად ცივილიზაციის მომავალი.

ტოლერანტობისა და მიმტევებლობის ეს დღე უაღრესად მნიშვნელოვანია თანამედროვე და ძლიერი საზოგადოების მშენებლობისათვის. მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი მუშაობს სხვაადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად. რასაც უნდა აკეთებდეთ, ან უნდა გააკეთოთ, უნდა გვახსოვდეს არა მარტო პოლიტიკური დღისწესრიგის თვალსაზრისით, არამედსიღრმისეულად, რომ მთავარი ამოცანა და მიზანი, უნდა იყოს ვემსახუროთ სხვა ადამიანების თავისუფლებას.

თქვენ არ შეიძლება იყოთ თავისუფალი, თუ არ დაიცავთ სხვა ადამიანების თავისუფლებას, იმ ადამიანების თავისუფლებას, რომლებთან ერთად ცხოვრობთ, რომლებიც თქვენს გარშემოარიან.

თქვენ უნდა გამოთქვათ პროტესტი, როდესაც ვიღაცას ჩაგრავენ. თქვენი ამოცანა უნდა იყოს დაიცვათ ყოველდღიურ საქმიანობაში თანამოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები დანებისმიერ შანსს, რომელსაც თქვენ გაუშვებთ, ამ თვალსაზრისით, ეს გახლავთ მომენტი, როდესაც თქვენ დაკარგავთ თქვენს ლიდერობას”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმასტუდენტებთან საუბრისას.

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წევრები დაინტერესდნენ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხით, რა სარგებელი იქნება ევროკავშირისთვის საქარველოს წევრობა, რაშეიძლება ასწავლოს საქართველომ ევროპას, რა არის ევროკავშირისათვის საქართველოში არსებული სოციალურ-ეკნომიკური, პოლიტიკური გამოწვევა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42