„მართლა ძალიან სამწუხაროა, რომ ძალიან გახშირდა სახალხო დამცველის მიმართ მსგავსი ტიპის გაუგებარი და მიუღებელი განცხადებები. ჩვენ ერთის მხრივ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული სტანდარტებით ვიცხოვროთ და მეორეს მხრივ გვავიწყდება, რომ არსად ევროპაში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები სახალხო დამცველს არ აკრიტიკებენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ასრულებს საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებას.
ჩვენ გვახსოვს წლების წინ, რომ მიტინგის დარბევის დროს სახალხო დამცველს ვცემდით , დღეს აღარ ვცემთ და ეს შეიძლება ვიღაცისთვის პროგრესის მიმანიშნებელი იყოს, თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დემონსტრირება იმისა რომ არ გვესმის კარგად რა არის სახალხო დამცველის მანდატის კონსტიტუციური არსი.“- განაცხადა კახა კოჟორიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაკავშირებულია თუ არა ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება იმასთან, რომ ომბუდსმენმა ვანო მერაბიშვილის საქმეში მოწმის სახით მიიღო მონაწილეობა კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველისთვის არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა კონკრეტული ადამიანი რომელი პარტიის წევრია:
„ეს არის ცხადია დაუშვებელი , სახალხო დამცველისთვის არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა განცხადების გაკეთებისას კონკრეტული ადამიანი, რომელი პარტიის წევრი იყო ან არის, სახალხო დამცველისთვის ყველა ადამიანი არის თანასწორი და თუ უფლებები ირღვევა, მისთვის მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს არაფერს. ის უნდა იყოს კრიტიკული, ზოგჯერ მწვავედ კრიტიკულიც როცა საჭიროა“- განაცხად კახა კოჟორიძემ
მასალის გამოყენების პირობები






