„გაზაფხულზე მზად იქნება პრეპარატი, რომელიც ფაროსანას გაანადგურებს!“ - ქართველი მეცნიერების სენსაციური კვლევა
პოლიტიკა - 20:55, 16 Nov, 2017     11647
აზიური ფაროსანასთან ბრძოლა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე, საქართველოშიც არცთუ ეფექტურია. ამასობაში კი მავნებელი მწერი კახეთშიც გამოჩნდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტის პროფესორი არჩილ ჭირაქაძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მწერის კახეთში გავრცელება ღვინის რეალიზებას და ექსპორტს შეაფერხებს.

„ფაროსანა კახეთშიც გამოჩნდა და ძალიან სწრაფად ვრცელდება. მისი პოპულაცია კახეთში განსაკუთრებით საშიში იმიტომაა, ყურძენს ერთი მაინც რომ შეჰყვეს, ღვინის ხარისხი გაფუჭდება და მისი რეალიზაცია მიუღებელი გახდება,“ - აცხადებს პროფესორი.

„ნიუპოსტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მავნებლური მწერის დამარცხებისთვის სხვადასხვა სამეცნიოერო კვლევა ტარდება. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტის პროფესორი არჩილ ჭირაქაძე აცხადებს, კვლევა წარმატებით მიმდინარეობს და გაზაფხულზე მზად იქნება პრეპარატი, რომელიც ფაროსანას გაანადგურებს.

„ფაროსანას პოპულაციების შემცირება მსოფლიოში, პრაქტიკულად, არ არსებობს. პრეპარატი, რომელიც საქართველოში ფაროსანასთან საბრძოლველად გამოიყენეს, სხვა პრეპარატების მსგავსად, არის პოტენციური კანცოგენები, ანუ არსებობს ეჭვი, რომ მან შეიძლება, გამოიწვიოს ავთვვისებიანი სიმსივნე. გარდა ამისა, დიფრენდინი საშიშია თევზებისა და წყალში მობინადრე ორგანიზმებისთვის. ეს პრეპარატი აშშ-ს გარემოს სააგენტოს მიერ რეკომენდირებულია მხოლოდ დახურულ სათავსოებში - სათბურებში ან ბამბის პლანტაციებში. სხვაგან მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

თსუ-ს ბიო-ორგანული ტექნოლოგიებიების ინსტიტუტში, რამაზ გახოკიძის ხელმძღვანელობით, შექმნილია ბუნებრივი წარმოშიბის პრეპარატები, რომლებიც არ შეიცავენ მძიმე ტოქსიკანტებს. წესით, არ უნდა ხასიათდენოდნენ ისეთი უარყოფითი ნიშნებით, როგორიც არის პოტენციური კანცეროგენობა. მეორე მეთოდი, მუშავდება ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ფიზიკურ ინსტიტუტში. კვლევის დაწყებითი სტადია უკვე წარმატებით გავიარეთ და ეს გვაძლევს საშუალებას, დავსახოთ ამოცანა, რომ გაზაფხულისთვის შევქმნათ ის პრეპარატი, რომელიც შეძლებს ფაროსანას დამარცხებას, თუ, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი დახმარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს მთავრობისგან. აუცილებლად გვექნება შესაბამისი შედეგი და შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო იქნება მოწინავე ქვეყანა მავნე მწერთან ბრძოლაში,“ - აღნიშნა პროფესორმა ჩვენთან საუბრისას.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილე კვლევას უკვე გაეცნო და ამ მხრივ კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42